25.

37 8 1
                                    


ჯიმინი:

- ჯიმინ! ნუ გამირბიხარ! ხომ იცი მაგ თემაზე მაინც მოგვიწევს ლაპარაკი!

- აუ თეჰიონნნ.. – ვიმ როგორც იქნა მოახერხა ჯიმინის დაჭერა და კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია ხელები. – აბა, რა გადაწყვიტე?

– მეშინია...

– ეგ ბუნებრივია, რომ არ გეშინოდეს, გიჟი უნდა იყო. არა, ცოტათი კი ხარ, მაგრამ... – სიტყვა გაუწყდა, ხელზე რომ უჩქმიტა ჯიმინმა. – კარგი, მოვრჩი.

- ვფიქრობ, რომ მართალი ხარ...

-  არაფერზე ნერვიულობის უფლებას მოგცემ,  ღელვა მართლა ბუნებრივია, რადგან არ იცი, რა მოჰყვება შენს ნაბიჯს. არ იცი, გაამართლებს თუ არა, ღირდა თუ არა, უნდა გაგერისკა თუ არა. არც ის იცი, რა მოხდებოდა სხვანაირად რომ მოქცეულიყავი და იქნებ, უკეთესიც ყოფილიყო. სწორედ ამიტომ არ უნდა აჰყვე ემოციებს. იმას უნდა დაუჯერო, რასაც შინაგანად გრძნობ და თუნდაც ცდებოდე, თუნდაც ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, საკუთარ თავთან მაინც მართალი იქნები, რადგან იმ მომენტში, სხვანაირად რომ მოქცეულიყავი და გაგეკეთებინა ის, რაც არ გინდოდა, საკუთარ თავს დაშორდებოდი, არ იქნებოდი ის, ვინც ხარ. შესაბამისად, შეცდომის დაშვება სინამდვილეში სულაც არ არის დანაშაული.

– თეჰიონ... – ახედა მონუსხულმა. შეეძლო, დაუსრულებლად ესმინა ამ ბიჭის საუბრისთვის და ოდნავაც არ მობეზრებოდა. შეეძლო, ხმაც არ ამოეღო, არ ეთხოვა დამატებით ახსნა, ან შეწინააღმდეგებოდა, რადგან ისე ზუსტად, ისე რეალურად ამბობდა ყველაფერს, ისე გასაგებად და ადამიანურად, შეუძლებელი იყო, არ დათანხმებოდი.  იმასაც კი დაუჯერებდა, თეთრზე რომ ეთქვა, შავიაო, რადგან იმ მომენტში, ტყუილს კი არ იტყოდა, მართლა ასე დაინახავდა და მაშინ, როცა იცი, რომ ადამიანი გულწრფელია, შენც თავისუფლად შეგიძლია, ბოლომდე წაჰყვე, სადაც უნდა წავიდეს.

– გისმენ.

– რატომ გესმის ჩემი ასე კარგად?

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now