34.

46 9 2
                                    

ჯონგუკი:

ნამჯუნსა და ჯინის შორის კამათი მოხდა - არა, სინამდვილეში არა. არგუმენტი არ მომხდარა, რადგან ნამჯუნი უბრალოდ იდიოტია. სრულიად არასწორად გაიგო სიტუაცია და ეგონა, რომ ჯინი მას ღალატობდა. ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო რომ მათ სახლში  ჯინი უცხო ადამიანთან ერთად დაინახა. ეს უცხო ადამიანი კი ჯინის საყვარელ ყვავილებს რწყავდა. მაშინ, როცა ნამჯუნს საშუალებასაც არ აძლევდა რომ მათთან ახლოს გაევლო,  მას შემდეგ, რაც ერთხელ შემთხვევით ფეხი წამოჰკრა და ქოთანი დაამტვრია. 

მაგრამ საბოლოოდ გაირკვა რომ ეს ბიჭი მხოლოდ ჯინის ნათესავია და სხვა არაფერი.

ახლა კი ჯინმა გემრიელი კერძები მოამზადა. ვახშამი კარგად მიდის, თუ არ ჩავთვლით ნამჯუნის მზერას რომელიც ჯინისკენაა მიმართული.

- ჯონგუკ, რა ხდებოდა იაპონიაში?

- ბევრი რამე ხდებოდა ჯინ, კონკრეტულად რა გაინტერესებს?

- ნუუ, ჯიმინი?

-  ჯინ ვიცი რომ უკვე ყველაფერი იცი, რაღატო მეკითხები?

- სხვა სალაპარაკო თემა ვერ გამოვნახე და საერთოდ დამიწყნარდი შენზე კიდევ გაბრაზებული ვარ!

- რამე მოხდა და არ ვიცი? – იკითა იუნგიმ.

- რა და ამ იდიოტმა ჩემი ყვავილები მოწყვიტა იმისთვის რომ ჯიმინთან მიეტანა! ამდენი ფული სულ ტყვილა აქვს ისიც კი ვერ მოიფიქრა რომ რამე უფრო კარგი ეყიდა! წლებია მაგ ყვავილს ვუვლიდი!

- ჯინ შენი მოვლილი ყვავილი უფრო ლამაზი იყო და ახალი არ ვიყიდე. ბოდიში.

- ბოდიში აღარაფერს უშველის, ერთი არ უპატიება შენთვის, ჩემი ხელით მოგკლავ!

- ჯონგუკ, შეიძლება ჯინმა იცის მაგრამ ჩვენ არ ვიცით, იქნებ კეთილი ინებო და გაგვიზიაროთ რა ხდებოდა იაპონიაში?

- ჯიმინი ხვალ კორეაში ბრუნდება!

***

ჯიმინი:

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now