4.

79 16 1
                                    

ჯიმინი:

მისი კატა, მინგი, საწოლის ძირში ვნებივრობდა.  ბეწვი ძალიან რბილი და თბილი ჰქონდა, ხოლო მისი თვალები განსაცვიფრებელი ლურჯი, ჯიმინის საყვარელი ფერი გახლდათ.

დღეს დილით ჯიმინი  ბეკონისა და გაზქურის თავზე მოხარშული კვერცხის სუნმა გამოაღვიძა. საწოლში იჯდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში იღრიჭებოდა, იზმორებოდა როცა მისი სამზარეულოდან საკვების სუნი გამოდიოდა. მიხვდა, რომ თეჰიონი სახლში დაბრუნდა და საჭმელს ბოდიშის ნიშნად ამზადებდა  ჯიმინის კლუბში მარტო დატოვებისთვის.

თუმცა,  ჯიმინი მასზე დიდხან ვერ ბრაზობდა. ვიმ და ჯიმინმა ყველაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ და  საშუალო სკოლიდან მეგობრობდნენ, თეჰიონი მუსიკალურ პროგრამაში იყო, ჯიმინი კი საცეკვაო პროგრამაში  და მიუხედავად პროგრამის განსხვავებებისა, ეს ორი თითქმის განუყოფელი იყო.

ჯიმინმა ყვირილით დაჭიმა სხეული, კარგად გაიზმორა და  თავისი ყვითელი საბანი მოიშორა. მზიანი დილა იყო.  ფარდები გადაწია და ფანჯარა გამოხსნა რომ ოთახი გაენიავებინა.

საჭმელზე ახლა უარს ნამდვილად არ იტყოდა, თუნდაც ეს თეჰიონის კერძების ჭამას გულისხმობდეს. ის უბრალოდ მადლიერია, რომ მისმა საუკეთესო მეგობარმა მთელი სახლი არ გადაწვა.  ჩაიცინა იმის გახსენებაზე, რომ თეჰიონმა ცეცხლი გაუჩინდა მათ ბოლო ბინას.

მის გვერდით, საწოლის ძირში, მწოლიარე მინგიმ დაიკნავლა.

- დილა მშვიდობისა, მინგი, - მიესალმა ჯიმინი. შემდეგ დაიხარა, რომ თავზე მოფერებოდა.

ბოლოდროინდელი მომხდარი ამბების გამო ჯიმინი ძალიან შეწუხებული იყო და საერთოდ შეწყვიტა გარეთ გასვლა, მანამ სანამ მისმა მეგობარმა წუხელ საბოლოოდ არ დაარწმუნა იგი წვეულებაზე წასვლაზე.

- მოდი, მინგი. წავიდეთ, მივესალმოთ თეჰიონს. 

თეჰიონს თავისი  წინსაფარი აცვია და ცისფერი თმა გვერდით გადაუწევია. ბეკონის სუსტი სუნი ავსებს ჯიმინის ნესტოებს და სამზარეულოს უახლოვდება. ჩუმად სვამს მინგის მისი საკვების თასის წინ და ბრუნდება თეჰიონისკენ, როცა უცებ უკნიდან ეხუტება. ვი შიშიგან მაღლა ხტება,  მაგრამ მალევე დუნდება, რადგან იცის, რომ ეს ჯიმინია.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now