3.

100 15 0
                                    

ჯიმინის გვერდით ყოფნამ, ცხოვრებაზე ლაპარაკმა, ჯონგუკში დამთრგუნველი აზრები გააღვიძა. თუ ჯონგუკს შეეძლო კიდევ ცოტა ხანს შეენარჩუნებინა იმედი, ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება? ბოლოს და ბოლოს გაიცნობდა ნამდვილ ბედნიერებას?

უყურებდა, როგორ მიდიოდა მის წინ ჯიმინი, ნათურის სვეტების ქვეშ და ვარსკვლავებს ათვალიერებდა. ტუჩებზე ღიმილი მოეფინა, როცა ჯიმინმა ვარსკვლავებისკენ მიუთითა:

- ჯონგუკ, შეხედე ვარსკვლავებს, რა ლამაზები არიან არა? –  ჯონგუკმა მაღლა აიხედა და დაინახა მათ ზემოთ მცურავი ყველა თანავარსკვლავედი. მართლაც მშვენიერი იყო.

- მშვენიერია, - უპასუხა მან.

ჯიმინი კმაყოფილი დარჩა ვარსკვლავების ყურებით და  ისევ მშვიდად განაგრძო სიარული.

- ვისურვებდი, რომ ჩემი ცხოვრება ისეთივე საოცარი ყოფილიყო, როგორც შენი. ვგულისხმობ, რომ ცეკვის შესწავლა თეჰიონთან და ჩემს სხვა მეგობარ ჰოსოკთან ერთად ძალიან სახალისოა. დროდადრო ჩვენ ერთად გამოვდივართ შოუებზე. მაგრამ მე უფრო მეტი მსურს.

ჯონგუკს გაუკვირდა, რომ ჯიმინი ჰოსოკს იცნობდა, მაგრამ კიდევ უფრო გაუკვირდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჯონგუკისგან ამას საიდუმლოდ ინახავდა, რომ ადამიანთან მეგობრობდა.

- ჰოსოკი? როგორც ჰობი? –  იკითხა ბოლოს მან.

- ჰა... ხო ჰობი. იცნობ მას? – ჯიმინმა ცნობისმოყვარეობით იკითხა.

- ჰმ... კი, მაგრამ ალბათ არა ისე ახლოდან, როგორც შენ. - ამბობს ჯონგუკი.

- ოჰ, რა პატარა სამყაროა.

მართლაც პატარაა სამყარო და მხოლოდ ეს აზრი აიძულებს ჯიმინს გაჩუმდეს და იფიქროს თავის ცხოვრებაზე. ეს ღამე მოულოდნელობებით იყო სავსე. მას არასოდეს უფიქრია, რომ კლუბში ვინმეს შეხვდებოდა.

ჯონგუკიც ჩუმად ფიქრობდა იმ ფაქტზე, რომ ჯიმინი პირადად იცნობდა ჰოსოკს, მაგრამ გასაკვირი არ იყო, რადგან ჰობის არასოდეს უსაუბრია მასთან საცეკვაო ჯგუფზე. საერთოდ კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ჯიმინი აერჩია მის მსხვერპლად? რას წარმოადგენს  მისთვის ჯიმინი ახლა?

Pages of midnightWhere stories live. Discover now