18.

43 10 3
                                    

ჯიმინი:

თითქმის გათენდა და ჯიმინმა ახლა ისევ იმ განსაკუთრებულ ადგილს ჩაურა. პარკი. სადაც ყველაფერი დაიწყო და ყველაფერი აქვე დამთავრდა. პარკი სადაც  გაიცნო თეჰიონი და სადაც ბოლოჯერ ნახა ჯონგუკი. ის მივიდა ზუსტად იმავე ადგილას,  დიდი ალუბლის აყვავებული ხის ქვეშ, რომელიც ახლა თოვლით იყო დაფარული. ცა უფრო მუქი ლურჯი იყო, ცოტა წითელი ელფერი დაჰკრავდა, მზე ტბის პირას იძირებოდა. ხემ კი კიდევ უფრო მეტი სილამაზე შესძინა ხედს. მართლაც თვალწარმტაცი.

საერთოდ რაზე ფიქრობდა როცა მას იაპონიაში წამოსვლაზე დასთანხმდა, ხომ იცოდა რომ ეს ადგილი დაწყევლილია. რატომ გადაწყვიტა რომ აქ დაბრუნებულიყო? ალბათ იმედი ჰქონდა რომ როგორც იქნა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

ჩანთიდან თავისი სახატავი ბლოკნოტი და ფანქრები ამოიღო.

ხის გვერდით სკამზე ჩამოწოლილი თოვლის ნაწილი მოწმინდა და მასზე დაჯდა. დაიწყო ხის დახატვა, რასაც მოჰყვა მიწა და ტბა.  მას ყველაზე მეტად ხატვა უყვარდა. ეს ყოველთვის ამაღლებდა მის გუნება-განწყობას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. აიძულებდა დაევიწყებიმა ყველა ცუდი რამ რაც ცხოვრებაში მოხდა და სამაგიეროდ ფოკუსირება მოეხდინა იმაზე, რაც ახლა მის თვალწინ დგას.

თითქმის დასრულებულია, მხოლოდ რამდენიმე პატარა დეტალი დარჩა დასამატებლად, როდესაც ბიჭმა იგრძნო, რომ პატარა ხელი მხარზე შეეხო. ამან შეაძრწუნა, წონასწორობა დაკარგა, რის შედეგადაც ის პირდაპირ თოვლში ჩავარდა მის ფეხქვეშ. ფოტოაპარატის ჩხაკუნკს ხმა რომ მოესმა ძალიან ახლოს მაღლა აიხედა.

- ვინ ~

- ჰეი, სად ხარ, მთელი ღამეა გირეკავ, ძვლივს გიპოვე.–  ჩაილაპარაკა მამაკაცმა შავი თმით.

- თეჰიონ...

- ხო, პატარავ,  მე ვარ.

- რას აკეთებ?

Butterflies 💜💙   [ jikook ]Onde histórias criam vida. Descubra agora