27.

39 8 0
                                    

ჯიმინი:

– ჯიმინ, კარგად ხარ? – თეჰიონის ხმამ დააბრუნა დედამიწაზე და ერთიანად გამოაფხიზლა.

ვერ ხვდებოდა, როგორ იდგა ფეხზე. როგორ მოახერხა და გაუძლო ისე, გული რომ არ წასვლოდა. ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო, რა ექნა.

ვერ ხვდებოდა, რას გრძნობდა. ერთადერთი, მის წელზე მჭიდროდ შემოხვეული თეჰიონის ხელი უნარჩუნებდა იმის ძალას, ფეხზე რომ მდგარიყო.

შეეშინდა მისი გამოჩენის.

შეეშინდა იმის, მისმა გამოჩენამ ასე რომ იმოქმედა.

შეეშინდა, კვლავ რომ იგრძნო რაღაც.. არა, სიყვარული – არა, მაგრამ რაღაც ისეთი, იმდენად ძლიერი, სახელიც რომ ვერ მოუძებნა.

შეეშინდა, რომ ამიერიდან არაფერი იქნებოდა როგორც უნდა ყოფილიყო. შეეშინდა, რომ ადამიანი, რომელიც წლების წინ, საკუთარი სურვილით გაუშვა ცხოვრებიდან, ახლა ასე მოულოდნელად, უმიზეზოდ გამოჩნდა.

შეეშინდა, რომ ისევ აურევდა თავგზას. საკუთარი თავის შეეშინდა ყველაზე მეტად...

– ჯიმინ, ფერი აღარ გადევს, რა დაგემართა?! – ამჯერად უკვე სახეზე შეეხო თბილი ხელები  და აიძულა, მისთვის შეეხედა. – ცუდად ხარ?

- წყალი ხომ არ მოვიტანო? – აღელვებულად გაიჟღერა მინჰოს ხმამაც.

- არა, არაფერია, კარგად ვარ.. – წამიერად დახუჭა თვალები, საკუთარ თავს რომ დაბრუნებოდა როგორმე და გახელისას ჯონგუკი ვეღარსად შენიშნა.

– რანაირად ხარ კარგად, ჩაიკეცე კინაღამ, ერთიანად გადათეთრდი, – ვი მაინც ვერ მშვიდდებოდა.

- უბრალოდ, თავბრუ დამესხა. ისე დავლიე, არაფერი მიჭამია, თან საშინლად ვნერვიულობ.. იმოქმედა ამდენი ხალხის დანახვამ და მაგიტომ. მართლა არაფერი მჭირს, – მიაყარა სწრაფად, უფრო დამაჯერებლად რომ გამოსვლოდა, თუმცა მზერა, რომლითაც მისი მეგობარი სახეს უწვავდა, აშკარად ეუბნებოდა, ამ ზღაპრის რომ არ სჯეროდა.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now