2.

118 16 0
                                    


ავტორის pov:

მუსიკა  ისე ხმამაღლა ისმოდა მთელ ოთახში ვიღაცას ნამდვილად დააყრუებდა. ხალხი ცეკვავდა, მღეროდა, ერთმანეთს ეფერებოდნენ. ზოგიც კი განმარტოებით სვამდა.

ჯონგუკი ბართან იჯდა და ყველას გაურკვეველი მზერით უყურებდა. ის თავის მსხვერპლს ელოდა, რომ მისი კბილები ვარდისფერთმიანი ბიჭის კისერში ჩაერჭო.  ამაზე ფიქრიც კი სიამოვნებას ჰგვრიდა.

-  ბარმენი?! კიდევ ერთი არაყი! – იყვირა მან რომ მუსიკის ხმა გადაეფარა. ბარმენმა თავი დაუქნია და კიდევ ერთი ჭიქა მიაწოდა.

დალევის შემდეგ, ჯონგუკი დგება და საცეკვაო მოედანზე გადადის.  მისი თვალები  უამრავ ხალხში, მას ეძებს.შავი თმა, ქერა თმა, წითელი, ცისფერი, თუმცა არცერთი მათგანი არ არის ის, ვინც მას სურს.

სისხლი შეიძლება სხვებისთვის მაცდური იყოს, მაგრამ ჯონგუკისთვის არასდროს. ადამიანები მისთვის არაფერს ნიშნავდნენ. ეს მან სხვებსაც აგრძნობინა თავისი ლაპარაკის და სხვა ყველა დანარჩენი  მანერებით.  რაც უფრო მეტ დროს ატარებდა იმავე საცეკვაო მოედანზე ვარდისფერ თმების ძიებაში, ის სულ უფრო ღელავდა.

სილამაზე.

როგორც იქნა ჯანგკუკი საბოლოოდ პოულობს ბიჭს.  მისდა საუბედუროდ მსხვერპლი ბარში სხვა მამაკაცთან ერთად ზის, თუმცა სახეზე ეტყობოდა რომ მასთან სიახლოვე არ სიამოვნებს.

ჯონგუკს ღრმა სიძულვილი ჰქონდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც  საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდნენ. ეს უბრალოდ არასწორი იყო და მიუხედავად იმისა, რომ იგი  ვარდისფერთმიანის სიცოცხლის დასრულებას გეგმავდა, ჯონგუკი არ დაუჭერდა მხარს ვინმეს, რომელიც სხვისთვის ემოციური და სექსუალური დისკომფორტის გამოწვევას ცდილობს.

ის ნაბიჯს წყვილისკენ დგამს და მათი საუბრის მოსმენა უკვე ადვილდება. ვარდისფერთმიანი თითქოს დაძაბულია.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Onde histórias criam vida. Descubra agora