26.

42 8 0
                                    

ჯონგუკი:

ორი კვირის წინ:

ჯონგუკი სახლიდან წამოვიდა ახალი მსხვერპლის მოსაძებნად. ქუჩაში დაიწყო სიარული და იმ კლუბიდან სადაც ჯიმინს პირველად შეხვდა, დაინახა ახალგაზრდა ბიჭი როგორ გამოდიოდა ნასვამ მდგომარეობაში.

მამაკაცი იმდენად მთვრალი იყო, ვერც კი გაანალიზა რომ შეიძლება უკან ვიღაცა მიჰყვებოდეს.  ჯონგუკმაც დრო იხელთა და სანამ გზაჯვარედინს გადაკვეთთდა ხელი ჩაჰკიდა და  ჩიხში შეიყვანა.  შეშინებული ჩანდა მაგრამ მალევე დაიწყო სიცილი.  

"ალკოჰოლის გამო უნდა იყოს" გაიფიქრა ვამპირმა და ისე ჩაარჭო კბილები მას კისერში თვალიც არ დაუხამხამებია. ტკივილისგან წამოიყვირა და გაქცევა სცადა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა.

საქმის მოთავების შემდეგ სხეული ნაგავსაყრელთან დატოვა.  ტუჩებიდან დარჩენილი სისხლი მოიწმინდა და დარწმუნდა რომ არავინ უყურებდა.

ჯონგუკს არ უყვარდა ვამპირული ძალების გამოყენება, სისწრაფე, მანიპულაცია, აზრებში ჩაძრომა და ასე შემდეგ, თუმცა ეს  შვიდი წლის წინ იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვამპირია ისტორიაში, თუმცა ჩვეულებრივი ხალხისთვის უბრალოდ მდიდარი და წარმატებული ბიზნესმენია.

უნდა იჩქაროს თორემ ჯინი ნამდვილად გალანძღავდა. იმედოვნებდა რომ დასაძინებლად უკვე წავიდა თორემ მოკლავდა  ისევ მისი ნებართვის გარეშე რომ დავტოვა სახლი.

***

თავისი სისწრაფის გამოყენებით მალევე მივიდა შინ.  ჩუმად გაიხადა ფეხსაცმელი.  ოთახისკენ აიღო გეზი და კარი მიხურა. თუმცა  ზუსტად მაშინ, როცა ეგონა  რომ უსაფრთხოდ იყო, შუქი აინთო და ოთახში ჯინი შემოვარდა.

- ისევ ისე იპარები გარეთ? სერიოზულად გუკი? მე მეგონა გითხარი, სანამ სანადიროდ წახვალ გაგეფრთილებინე. – ჯინმა უსაყვედურა. თავს ნამდვილად დამნაშავედ გრძნობდა. ჯინმა და ნამჯუნმა მას ნამდვილად დიდი დახმარება გაუწიეს მას შემდეგ რაც ჯიმინმა დატოვა.  ყველაფერი მისი ბრალია.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now