12.

57 10 1
                                    


ჯონგუკი:

ჯონგუკი გარეთ იდგა მეგობრებთან ერთად. ჯინი და ნამჯუნი ჰობის საცეკვაო კონცერტზე საუბრობდნენ, იუნგი კი წუწუნით იდგა გვერდით, ხელებ გადაჯვარედინებული, უკმაყოფილო იყო ხალხში გამოსვლით.

თუმცა ჯონგუკმა იცოდა, რომ ეს სიცრუეა. იუნგი უბრალოდ ანტისოციალური პეპელაა და მისი მეგობარი გულის სიღრმეში უაღრესად ბედნიერი იყო, რომ მის პარტნიორს ნახავდა.

ამ ღონისძიებაზე ბევრი ახალგაზრდა წყვილი მოვიდა და ძირითადად მხოლოდ კოლეჯის ასაკის გოგონების ჯგუფები. ქალები, როგორც წესი, უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი საშემსრულებლო ხელოვნებით.

- იო, ჯონგუკ, არ ფიქრობ ვინმეს პოვნაზე, რომ სახლში წაიყვანო?  - ჩაიცინა ნამჯუნმა და გუკის ყურადღება მასზე მიიპყრო.

-  არა ჰიონ. ჩვენმა ჯონგუკმა უკვე თვალი დაადგა  პატარა ლამაზ შემსრულებელს. - უპასუხა ჯინმა.

- გაჩუმდი,  ეს ასე არ არის.

- შენზე უფროსი ვარ და ასე უპატივცემულოდ მელაპარაკები?

ჯინი შეიძლება მართალია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც მართალი იყო, არ ნიშნავს, რომ ეს ხმამაღლა უნდა ეთქვა, ყველას რომ გაეგო.

მან იცოდა, რომ ჰოსოკი იყო დამნაშავე ამ ყველაფერში. როგორც კი რესტორანი დატოვეს ალბათ ყველას უთხრა:

"პატარა გუკის ჩემი  ცეკვის პარტნიორი მოსწონსო".

- ჰეი, ჯონგუკ? შესვლის დროა. –  იუნგიმ ჯონგუკის თეთრი პერანგის სახელო შეარხია და თავი გააქნია სტადიონის შესასვლელისკენ.

ნამჯუნმა ჯინი წაიყვანა, იუნგი და ჯონგუკი უკან მიჰყვნენ ახლო მანძილზე, რათა არ დაშორებულიყვნენ.

ჯგუფმა უპრობლემოდ, სწრაფად გაიარა უსაფრთხოება და სცენისკენ გაემართალნენ. შიგნით მათ დახვდა ტონა ბრჭყვიალა, ნეონის განათება, თითქოს სხვა სამყაროში მოხვდნენ.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now