5.

93 16 1
                                    

ჯიმინი

ჯიმინი ჭურჭელს რეცხავდა,  თეჰიონი კი დასაბანად წავიდა. ჯიმინი სამსახურში საღამოობით დადიოდა, ხოლო თეჰიონი დილით ადრე გადიოდა და მხოლოდ გვიან ბრუნდებოდა სახლში.

ჯიმინი ნამდვილად ამაყობდა თავისი მეგობრით, რადგან თეჰიონი ძალიან პრესტიჟული ფოტოგრაფი გახლდათ, იმდენად კარგი იყო თავის საქმეში, რომ ცნობილი სახეები, მსახიობები და მოდელები, ყოველთვის მას ითხოვდნენ. ის ყოველ კვირას ათასობით დოლარს აგროვებდა, ქირისა და გადასახადების უმეტეს ნაწილსაც თავად იხდის.

მაგრამ ჯიმინმა იცოდა, რომ თეჰიონი მარტოსული იყო და მას ნამდვილად, სჭირდებოდა ვინმეს პოვნა, რომელიც არამარტო ლამაზი, არამედ ჭკვიანი და მხიარული იქნებოდა, როგორც თეჰიონი. გარკვეულწილად ჯიმინი და თეჰიონი ერთმანეთს გავდნენ. 

ჯიმინი ადრე ურთიერთობაში იყო  ჯოშუასთან, სწორედ ამ ადამიანის გამოა რომ ახლა ხალხს ვერ ენდობა. ეს ტიპი სრული უკანალი გახლდათ. ნაბიჭვარი, ჯიმინს არასოდეს აფასებდა. ეს ყველაფერი მხოლოდ ყალბი სიყვარული იყო. ჯოშუა მუდმივად ამცირებდა მას,  თითქმის ყველაფერში, ის ეუბნებოდა, რომ არასოდეს იყო საკმარისად კარგი, მიმზიდველი, არც საკმარისად გამხდარი, არც კარგი მოცეკვავე და რომ ვერასოდეს მიაღწევდა თავის მიზანს, გამხდარიყო პოპულარული.

თუმცა ახლა ეს ჯოჯოხეთი დამთავრდა. მას შეუძლია საბოლოოდ კვლავ გაიღიმოს და კვლავ განიცადოს სიხარული. ჯიმინი საბოლოოდ გათავისუფლდა მძიმე წარსულისგან და აღარავის მისცემდა უფლებას ის დაეჩაგრა. თუმცა ახლა  ჯუნგუკი  გამოჩნდა. მან იცოდა, რომ დრო სჭირდებოდა ბიჭის გასაცნობად. ჯიმინი გრძნობდა, რომ ეს ბიჭი განსხვავებული იყო. რაღაც განსაკუთრებული იყო ჯონგუკში. ალბათ რაღაც საიდუმლო აქვს და სწორედ ეს ჯიმინში ცნობისმოყვარეობა იწვევდა.

ჯიმინმა ჭურჭელის დარეცხვა დაასრულა და წყალი გამორთო, ზუსტად იმ დროს, სააბაზანოს კარი გაიღო. გარეთ თეჰიონი გამოვიდა, ხალათში გამოწყობილი პირსახოცით თავზე. თავი დაუქნია ჯიმინს და ანიშნა რომ ახლა მას შეეძლო აბაზანის გამოყენება.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now