10.

60 10 0
                                    


ჯიმინი:

ჯიმინმა მძიმედ ამოისუნთქა, როცა როგორც იქნა დაასრულა რეპეტიცია კონცერტისთვის რომელიც მას და ჰობის მალე ექნებოდათ. მხოლოდ ერთი თვე რჩებოდა სეულის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გამოსვლამდე, ამიტომაც ის და ჰობი ყოველდღიურად ვარჯიშობდნენ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ სპექტაკლზე მიიწვიეს.

ყველა კუნთი სტკიოდა და ძვლის სუნთქვავდა. ნამდვილად შესვენების დრო იყო, უკვე სამი საათია რაც სტუდიაშია. მზე დიდი ხნის წინ ჩავიდა და სეულის ქუჩების მხოლოდ ლამპიონები ანათებდა.

მიწაზე დაეშვა და ზურგი კედელს მიადო. ჯიმინმა წყლის ბოთლი აიღო, თავსახური მოხსნა და სწრაფად გამოცალა წყალი. მისი თვალები ჰოსოკის კაბინეტის მიმართულებით გაიქცა. მისი ჰიონი და ჯონგუკი მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ იყვნენ. "ნეტავ რას აკეთებს ჯონგუკი ახლა," გაიფიქრა ჯიმინმა თავისთვის. შემდეგ კი მხრები აიჩეჩა.

"ალბათ რამე მნიშვნელოვანია, როგორც მე... კარგი, აჯობებს, ვიჩქარო და სახლში წავიდე დასასვენებლად. მშია."

თავისი ნივთები აიღო და ჰობის ოფისის გვერდით გასახდელში გაემართა. რაღაც მომენტში გაიფიქრა რომ კართან დამდგარიყო და მათთვის მოესმინა მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა.

გასახდელში შუქი ავტომატურად ირთვებოდა და ფოლადის ნაცრისფერ კარადებს ანათებდა. ოთახის ბოლოს კი საშხაპეები იყო. ჯიმინი მარჯვნივ მიუბრუნდა და თავისი კარადა გააღო, რომელზეც ყვითელი საკეტი ჩამოეკიდა. სწრაფად გამოიღო პირსახოცი და სუფთა ტანსაცმელი. აქ ხშირად არ იღებს შხაპს, მაგრამ ზურგჩანთაში ყოველი შემთხვევისთვის ინახავდა ტილოს, ღამით ვარჯიშების გამო.

ჯიმინმა სწრაფად გაიძრო ფეხსაცმელი და შიშველი ფეხები ქვევით ცივ, თეთრ კრამიტით მოპირკეთებულ იატაკს დაადო

"ჯანდაბა, ცივა." სიცივისგან დაჰბურძგლა. "რატომ ცივა ასე ძალიან? ჰობის უნდა ვუთხრა რომ ტემპერატურა აწიოს"

Pages of midnightKde žijí příběhy. Začni objevovat