23.

40 5 0
                                    


თეჰიონმა დაიჩემა, ორი წლის იუბილე იმ კაფეში აღენიშნათ, სადაც ერთმანეთი იპოვეს. რამდენიმე კვირით ადრე ისიც გამოაცხადა, ეს პერიოდი საერთოდ არ გავეკაროთ იქაურობასო. და ბოლოს, ეს თარიღი რომ დადგა, ისეთი უცნაური მზერით უყურებდა მინჰოს მთელი გზა, სანამ დანიშნულების ადგილას მივიდოდნენ, ამის მიზეზს კაცი ვერაფრით მიხვდა.

სიურპრიზები ნამდვილად არ იყო იშვიათი მათ ურთიერთობაში და ორივე ისეთი მოულოდნელი საჩუქრებით ანებივრებდა ერთმანეთს, თითქოს ეჯიბრებოდნენ კიდეც, რომელი უფრო ორიგინალური იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ თეჰიონმა ისეთი რაღაც ჩაიდინა, მინჰო მართლა ვერ წარმოიდგენდა.

კაფეში რომ მივიდნენ ჯიმინი იქ დახვდათ. კედლებზე საკუთარი გადაღებული ფოტოები და ჯიმინის ნახატებიც დახვდა.  ჯიმინმა ბარის მაგიდაზე  ორი სხვადასხვანაირი, კაკაოთი სავსე ჭიქა დაუდო მათ.

– არაფერს მეტყვი? – ჩაეცინა თეჰიონს გიჟდებოდა მისი დაბნეული სახის ყურებაზე.

– მგონი, საბოლოოდ მაინც მოახერხე ჩემი უსიტყვოდ დატოვება.

– მართლა ვერაფერს ხვდები, მინჰო?

- ერთი დღეში აქაურობა ასე როგორ შეცვალე?  – კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს თვალი.

– გეფიცები, ხანდახან მგონია, რომ იმ ჭკვიანურ რაღაცებს შენით არ ამბობ! – თვალები აატრიალა, მაინც რომ ვერ მიახვედრა და, საბოლოოდ,  თავად წარმოთქვა. 

- მე მინდა ვთქვა, რომ ზოგჯერ, როცა რაღაც მთელი გულით გინდა, შეიძლება, მთელი სამყარო არა, მაგრამ საყვარელი ადამიანი ნამდვილად გიწყობს ამის გაკეთებაში ხელს. ალბათ ვერასდროს გეტყვი, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. ამიტომ მინდა, ეს ადგილი ყოველთვის ჩვენი იყოს და ყოველთვის შეგვეძლოს იქ მისვლა, სადაც ერთმანეთი ვიპოვეთ. წამომყევი, – ჭიქები აიღო და იმ მაგიდისკენ გაემართა, სადაც სხდებოდნენ ხოლმე მუდმივად. კუთხეში იყო, მყუდრო ადგილას, თუმცა მთელი კაფე ჩანდა. კედელზე ის სურათი ჩამოეკიდა, პირველად რომელიც გადაუღო მინჰოს და სახლის კართან დაუტოვა.

Pages of midnightWhere stories live. Discover now