29.

38 8 0
                                    


ჯიმინი:

საპირფარეშოს ინციდენტის შემდეგ, პირდაპირ სახლში მიიყვანა ჯონგუკმა, ჯიმინი გააღვიძა და შესთავაზა თუ გინდა მაღლა აგიყვანო მაგრამ ჯიმინმა იუარა. სახლში როგორც კი ავიდა ტანსაცმელი გაიხადა და აბაზანაში ჩაწვა. 

ისეთი ცარიელი იყო ახლა და თან ისეთი სავსე. საერთოდ ვერაფერს გრძნობდა და თან ყველა გრძნობა ერთიანად აწვებოდა.

ხმის ამოღებაც არ უნდოდა და თან სურვილი კლავდა, ერთიანად ამოეხეთქა ყველაფერი რასაც ფიქრობდა.

საწოლში მოკალათდა. ტვინში სისხლი ჩაექცეოდა ალბათ მალე, ისე ცუდად იყო. ნაწილებად დაიშალა. სურდა საერთოდ დაევიწყებინა ეს საღამო და ცხოვრება ისე გაეგრძელებინა, თითქოს არც არაფერი მომხდარა...

ისე შეაკრთო ტუმბოზე დადებული მობილურის ხმამ, სწრაფადვე გადასწვდა. შეშინებული იყო და თითოეული მოქმედებით ამჟღავნებდა ამას. შეტყობინება იყო. და არც იყო საჭირო, გამომგზავნის სახელი დაწერილიყო, ისედაც კარგად მიხვდა, ვისგან იქნებოდა.

„მაინც მოხვალ, ჯიმინ.. ორივემ კარგად ვიცით, არ გიყვარს დაუსრულებელი საქმეები. როდემდე აპირებ ასე  ყოფნას?"

არაფერი უპასუხია. ფიზიკურად არ ჰქონდა პასუხი და იმიტომ. არ იცოდა, როდემდე აპირებდა ასე ყოფნას.

„რისი გეშინია? თუ შენს გრძნობებში დარწმუნებული ხარ, რატომ გეშინია ჩემი?"

მალევე მეორე შეტყობინებაც მოჰყვა. აშკარად არ აპირებდა ჯონგუკი გაჩერებას და ამით კიდევ უფრო აფორიაქებდა, ისედაც განერვიულებულს.

ბალიშიც კი დაიფარა თავზე და, ღმერთია მოწმე, მთელი გულით ცდილობდა დაეძინა, კიდევ ერთხელ რომ აზუზუნდა მისი მობილური.

„გადაწყვეტილების მიღება უნდა შეგეძლოს. საშიში არაფერია. ნუ ავნებ საკუთარ თავს. იმოქმედე. შიში ვერ დაგეხმარება,  სასტუმროში გელოდები, იცი რომელშიც!“

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now