19.

50 11 0
                                    


ჯიმინი:

ქუჩიდან ძაღლის ყეფის გამო გამოეღვიძა დილის 5 საათზე.  დღეს მის ახალ სამსახურში პირველი დღე იყო და გულწრფელად ნერვიულობდა. ახალი ხალხის გაცნობა და ახალი მეგობრების შეძენა ყველაზე უაზრობაა, რაც კი ოდესმე არსებობს, ვამპირების შემდეგ.

ენატრება ისინი. ძალიან ენატრება ისინი. ენატრება დედის თბილი ჩახუტება, მამის "მიყვარხარ შვილო". და ზოგადად ყველაფერი.

იგრძნო,  როგორ მოადგა თვალზე ცრემლი, როცა ეს ყველაფერი გახსენდა.

- ახლა ამ სისულელეებზე ნუ იფიქრებ, გაგვიანდება. – გაიფიქრა, როცა  თავს ძლიერად დაარტყა სახეში.

ცოტა ხნის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა უკანალი საწოლიდან აეგდო და  მომზადებულიყო.

რვას აკლდა თხუტმთმეტი როცა მომზადება დაასრულა  და გაახსენდა რომ ავტობუსი  5 წუთში გადის! რადგან სამუშაო სახლიდან საკმაოდ შორს არის,  ავტობუსით მგზავრობა მოუწევდა.

თავის კატას რომლიც თან წაიყვანა იაპონიაში, დაემშვიდობა და კარი გამოხურა, იმ იმედით, რომ ავტობუსს მიუსწრებდა.

- ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, პირველ დღეს ვერ დავაგვიანებ. – გაიფიქრა გაბრაზებულმა.

***

ავტობუსი გასვლას აპირებდა, როცა როგორღაც დაეწია, მადლობა ღმერთს.

ხალხმრავლობა...თითქმის  ყველა ადგილი დაკავებულია..  მაგრამ შავთმიანი ბიჭის გვერდით დაინახა თავისუფალი ადგილი და სწრაფად მივიდა რომ ვინმეს არ დაესწრო.

- მაპატიე, შეიძლება აქ დავჯდე? 

- როგორც გინდა. – ისეთი უხეში ხმით უთხრა მასთან გამოლაპარაკებაც აღარ სურდა.

- გმადლობთ.

უკვე გრძნობს, რომ ეს წელი ჯოჯოხეთი იქნება.

როდესაც ავტობუსი საბოლოოდ მივიდა დანიშნულების ადგილზე, ოდნავ ამოისუნთქა და ნელა წამოდგა ზურგჩანთის დასაჭერად. შავთმიანი ბიჭი მალევე უკან მიჰყვა.

Pages of midnightWhere stories live. Discover now