7.

71 12 3
                                    

ჯონგუკი

ახალგაზრდა გმირის ( ჯონგუკის) თავთან კოღოები გამაღიზიანებლად ზუზუნებდნენ, როცა ის  ბილიკზე მიდიოდა, რომელიც, მისი აზრით, შავებში ჩაცმულ ქალთან მიიყვანდა.  ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს საათები გავიდა, მაგრამ პატარა ოქროს საათის მიხედვით, რომელსაც იგი ჯიბეში ინახავდა, ეს ასე არ იყო.

ჯონგუკმა ფეხი  ტოტებს წამოჰკრა რომლებიც  გზაზე იყო მოფენილი, თუმცა თავის შეკავება მოახერხა და გზა გააგრძელა.  ისე ცხელოდა ეგონა თითქოს  ღუმელში იყო და ვიღაცა სწვავდა.  სხეულზე ოფლმა დაასხა, რის გამოც წყალი აიღო ჩანთიდან, რომელიც თან წაიღო ყოველი შემთხვევისთვის. თუ ის ქალი მალე ვერ იპოვა, წყურვილისგან მალე მოკვდებოდა ამ დაწყევლილ ჯუნგლებში.

მან კიდევ ერთხელ ასწია ბოთლი ტუჩებთან და იგრძნო, რომ წყალი მალე გამოელეოდა.

- ძალიან ბევრ წყალს ვსვამ.

მწარედ გაიფიქრა მან და ბოთლი ჩანთაში დააბრუნა. გვერდიგვერდ მიმოიხედა და ტერიტორია დაათვალიერა რომ რაიმე ნიშანი ეპოვა, საითაც  ქალბატონი შეიძლება გაქცეულიყო. ირგვლივ მხოლოდ მწვანე ხეები და მინდორი მოჩანდა. 

"Სად ხარ?" –  გაბრაზებულმა დაიყვირა ჯონგუკმა. ახალგაზრდა მამაკაცი უფრო მეტად გაღიზიანებას იწყებდა, ვიდრე შეშინებას, გაანალიზა რომ შესაძლოა ყველაფერი უბრალოდ მირაჟი ყოფილიყო ან ხრიკი მის გონებაში. იქნებ ახლა რომ შემობრუნებულიყო და უბრალოდ დაბრუნებულიყო ბანაკში, იპოვიდა რო მის მეგობრებს, რომლებიც ჩვეულებრივად იქცევიან?

ჯონგუკმა თავი გააქნია. არავითარ შემთხვევაში არ იყო ეს შესაძლებელი. თუნდაც ეს ყველაფერი მის გონებაში ყოფილიყო, წარმოსახვის ნაყოფი, უკან ვერ დაბრუნდებოდა  რადგან  დაიკარგა. ჯონგუკი დაკარგულია ამ მიტოვებულ ჯუნგლებში. თუ ქალბატონი მას არ მოკლავს, მაშინ მისივე იდიოტობა მოკლავს.

სწორედ მაშინ, როცა ჯონგუკს ყველა იმედი გადაეწურა,  უეცრად ნისლი ჩამოწვა, ის თავის ადგილზე გაჩერდა და თვალები გააფართოვა, ნამდვილად ის ქალი იყო.  სუნთქვა შეეკრა, მან ის კიდევ ერთხელ დაინახა,  მისგან მარჯვნივ ქალბატონი იდგა. მისი სახე ამჯერად კოშმარივით არ იყო, პირიქით  ანგელოზივით გამოიყურებოდა. "იქნებ დაცემული ანგელოზი?" ჯონგუკმა თავისთვის მოწიწებით გაიფიქრა. ეს ის ქალი იყო, რომლისაც ეშინოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში?  მართალია, ლამაზი იყო. უფრო ლამაზი ვიდრე ნებისმიერი ქალი, რომელსაც ჯონგუკს ცხოვრებაში უნახავს. მისი თვალები, რომლებიც ოდესღაც მას აშინებდა, ახლა გამდნარი შოკოლადის ორ აუზს ჰგავდა, თმა კი იგივე ყავისფერი იყო, მაგრამ გრძელი და აბრეშუმისებრი.

- მოდი, შვილო, - ჩაილაპარაკა მან.

"ღმერთმა დასწყევლოს მისი ხმა ანგელოზის მსგავსიც კია",

დაუფიქრებლად ჩაილაპარაკა ჯონგუკმა, რამაც თავის მხრივ პატარა ღიმილი გამოიწვია. ქალმა ხელები მაღლა ასწია, ანიშნა უმცროსს წინ წამოსულიყო, ისევე როგორც ადრე.  ჯონგუკს ბოლომდე არ ჰქონდა გაანალიზებული იყო თუ არა ეს ანგელოზი ის ქალი რომელიც ადრე ნახა. ლოგიკურად, ასე რომ იფიქროს, ჯონგუკმა იცოდა, რომ ქალთან არ უნდა წასულიყო. ის უნდა გაჩერდეს ან შებრუნდეს და უკან არასოდეს გაიხედოს, მაგრამ არ შეეძლო. ეს  დასასრული იყო. ბოლოს და ბოლოს ქალმა იგი მკლავებში მოიქცია და ჩაიხუტა.  ჯანგუკმა ვერც კი გაანალიზა როგორ დადო თავი ქალის მხარზე და როგორ მოერია ძილი, სანამ ქალის გაურკვეველმა სიტყვებმა  გონების დაკარგვამდე არ მიიყვანა. "კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ჯონ ჯონგუკ".

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now