16.

51 11 3
                                    

ჯონგუკი:

ჯონგუკი კაფის კუთხეში მდებარე პაწაწინა, მრგვალ მაგიდასთან იჯდა.  ათი წუთის წინ იყო მისული და შაქრის პაკეტებს ატრიალებდა ხელში დროის გასაყვანად.

სავარძელში ნერვიულობა დაიწყო და ყოველ ჯერზე ტრიალებდა, როცა კარზე ზარი დაირეკებოდა, რათა ენახა, მისი ჰიონი იყო თუ არა.

მისთვის არ იყო დამახასიათებელი მოუთმენლობა, მაგრამ ამას უბრალოდ ვერ აკონტროლებდა. ამაღამ ის ითხოვს რჩევას, თუ როგორ უნდა დაგეგმოს ჯიმინისთვის საუკეთესო შესაძლო მოგზაურობა. თან კამერაზეც აინტერესებს.

ზარი კიდევ ერთხელ დაირეკა და ჯონგუკი თავის ადგილზე მოტრიალდა და შვებით გაიღიმა. თეჰიონი იყო.

-  კარგად გამოიყურები. -  საკმაოდ მიმზიდველი კაცი იყო. საკმაოდ მაცდური იქნებოდა, თუ უკვე არ ეყოლებოდა მსოფლიოში საუკეთესო პარტნიორი.

- მადლობა, მოგწონს?– თეჰიონმა წარბები აათამაშა, როცა ჯონგუკის მოპირდაპირე სკამზე დაჯდა.

- ხუმრობ? დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლია კაცების ნახევარზე მეტი გეი გახადო შენი გარეგნობით.

- მართლა? შენ თვითონაც კარგად გამოიყურები, იცი?

ჯონგუკმა თავის თავს დახედა და ჩაიცინა, - ჰიონ,  ეს ხომ ყოველდღიური სამოსია.

- ის, რომ ტანსაცმელი მდიდარი დიზაინერების მიერ არ არის შექმნილი, არ ნიშნავს, რომ კარგად ვერ გამოიყურები, ჯონგუკ, - უპასუხა ვიმ და სახე დაფის მენიუსკენ მიაბრუნა.

- ჯერ არაფერი შემიკვეთავს. გელოდებოდი.  უბრალოდ მითხარი რა გინდა და მე შევუკვეთავ. დღეს ყველაფერი ჩემზეა.

- ვაა მაშინ მთელი მენიუ მინდა.  –
ჯონგუკი წამოიწია და თეჰიონს მკლავში დარტყმა დაუწყო.

- მიშველეთ! ჩემზე ძალადობენ! მიშველეთ მცემენ! – ტაემ დაიყვირა და ჯონგუკს მოუწია პირზე ხელი აეფარებინა.

Pages of midnightWhere stories live. Discover now