28.

44 8 0
                                    

ჯიმინი:

- ისიც კი არ გამიკვირდება ჩემი მშობლები შენ რომ მოგეკლა!

-ჯიმინ! რა სისულელეებს ბოდავ შენ თვითონ მაინც თუ იცი!?

- დავამთავრე შენთან ყველაფერი!  ძალიან გთხოვ, ტვინში ნუ მიძვრები და  ნუ მაზიზღებ საკუთარ თავს.

- არასდროს ყოფილხარ ასეთი.. – კანზე  შეხებით იგრძნო, რომ ჩაეღიმა. თვალების გახელასაც კი ვერ ბედავდა იმის შიშით, რომ არ დაენახა, მის სახეზე როგორ დასეირნობდნენ ჯონგუკის ტუჩები და თვითონაც ვერაფერს ახერხებდა ამის შესაჩერებლად.

– თავი დამანებე!

- ასეთი სიტუაციები არასდროს მოგწონდა. მაკიაჟი... თმა შეიჭერი, თითზე ბეჭედი გაიკეთე, პირსინგი...  მაგრამ საბოლოოდ ვერ გამექეცი. ქვეცნობიერად ისევ იმ გარემოში გინდა ტრიალი, სადაც მე ვარ. ვერც კი ხვდები, ისე მოილტვი ჩემსკენ. და ეს გამოფენაც, რომ გგონია, თითქოს არ იცი, რის გამო გააკეთეთ, რეალურად ის მესიჯი იყო, რომელიც ზუსტად გავშიფრე და სწორედ ამიტომ ვდგავარ ახლა აქ. აი, შენს კითხვაზე პასუხიც.

– რა სისულელეა! არ მინდა შენთან, – გაშლილი ხელისგულებით, სუსტად მიაწვა მკერდზე, რომ მოეშორებინა, თუმცა პასუხად კაცმა ორივე ხელი რომ შემოხვია მოშიშვლებულ ზურგზე და მკლავებში მოიმწყვდია, წამიერად იგრძნო, როგორ ჩამოეშალა რაღაც. უძლურებისგან ტირილი უნდოდა და ამასაც კი ვერ ახერხებდა.

- საკუთარ თავს ღალატობ ახლა, სურვილებს რომ ეწინააღმდეგები, – ამოილაპარაკა ჩუმად და ისე შეეხო ტუჩებზე, უკვე ზუსტად იცოდა, არაფერს აკეთებდა ისეთს, ჯიმინის სურვილის წინააღმდეგ რომ წასულიყო.

ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე დაუარა ელექტრულმა მუხტმა და ვერც ახლა მიხვდა, რა იგრძნო.

ის არ იყო, რასაც აქამდე გრძნობდა ჯონგუკის კოცნისას, დღეს რაღაც ახალი იყო, სრულიად განსხვავებული და მწარე საშინელ გემოს უტოვებდა ტუჩებზე. მიუხედავად ამისა, იცოდა, რომ ეს სინამდვილეში ქვეცნობირიდან მოდიოდა. თითქოს კანზე შეუბრალებლად აწვავდნენ ანთებული სიგარეტის ღერებს და აიძულებდნენ, ფეხშიშველს ევლო გახურებულ, უსწორმასწორო, წვეტიან ქვებზე.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now