30.

39 8 3
                                    

ჯიმინი:

მთელი გზა გაიარა შესასვლელიდან რეგისტრატურამდე, რეგისტრატურიდან ლიფტამდე, ლიფტიდან ჯონგუკის ნომრამდე.

ბოლოს კართანაც დამნაშავესავით რომ აიტუზა, დააკაკუნა და სუნთქვაშეკრული დაელოდა შიგნიდან ხმაურის გაგებას.

საკუთარ თავს აჯერებდა, რომ მზად  იყო, გაეკეთებინა ის, რისთვისაც მოვიდა. დალაპარაკებოდა, ცივილიზებურად, ზრდასრული ადამიანებივით ესაუბრათ და სამუდამოდ გაექრო ის მისი ცხოვრებიდან.

ეთქვა, რომ აღარასდროს გამოჩენილიყო. არც შეტყობინებები ეგზავნა შუაღამისას, არც მისულიყო.

ღმერთმაც იცოდა, გულში ლოცულობდა, ყველაფერი ისე გამოსვლოდა, როგორც დაგეგმა. გონებაშიც დაალაგა სათქმელი, ასე თუ ისე, და სუნთქვაშეკრული დაელოდა კარის გაღებას. მაგრამ..

– ვიცოდი... – მაგრამ კარს მიღმა ნაცნობი, მომღიმარი სახის დანახვისას ისე დაეფანტა ფიქრები, იმ მომენტში რომ გეკითხათ, იმაზეც კი ვერ გიპასუხებდათ, თუ რას აკეთებდა აქ. იდგა წელს ზემოთ შიშველი, საშინლად სექსუალური კაცის წინ და ვერსად გაურბოდა მის კმაყოფილ მზერას.

ჯონგუკმაც შეატყო ყველაფერი... თვალდახუჭულს შეეძლო ამ ბიჭის წაკითხვა. შეეძლო, ყველაფრის მიუხედავად, ამდენი წლის უმისოდ გატარების ფონზეც კი, ერთი მზერით მიმხვდარიყო, რა ხდებოდა მის შიგნით და ახლაც ისე ჩვეულებრივად ჩაჰკიდა მაჯაში ხელი და შეიყვანა ოთახის სიღრმეში, თითქოს უჩვეულო არაფერი ხდებოდა და ჯიმინიც მისი ყოველდღიური სტუმარი გახლდათ.

- დასალევს არ შემოგთავაზებ. გშია? – და კითხვაც ზედმეტად ბანალურად გაჟღერდა ნახევრად ჩაბნელებულ ნომერში. ისეთი ცარიელი თვალებით უყურებდა ჯიმინი... ისეთი ცარიელი იყო მთლიანად...

– არ მინდა აქ ყოფნა... – ძლივს გადააბა რამდენიმე სიტყვა ერთმანეთს და ისე გადმოსცვივდა ცრემლები, არც უცდია დამალვა. ამ კაცმა უკვე ისედაც გაუშიშვლა ყველა გრძნობა და რამეს დამალვას აზრიც აღარ ჰქონდა.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now