8.

73 13 0
                                    


ჯონგუკი

ჯონგუკმა სხეულში სიცივე იგრძნო. არ ახსოვდა სად იყო და როგორ მოხვდა აქ. კიდევ უფრო უცნაური იყო მტანჯველი ტკივილი, რომელიც  თვალების გახელის მცდელობისას დაებადა.  ჯონგუკმა თვალები მოჭუტა, ტკივილისგან დაიყვირა და  ინსტიქტურად დაიწყო მათი მარჯვენა ხელით ფხანვა.

- მოგიწევს ნელ-ნელა შეეგუო შენს ახალ თვალებს, ჯონგუკ. დრო დაუთმე... ბოლოს და ბოლოს, მარადისობა გაქვს, რომ  საკუთარ თავს შეეგუო.

ნაცნობმა ხმამ ჩაიცინა ოთახში, მაგრამ ჯონგუკმა ვერ დაადგინა საიდან მოდიოდა ეს ხმა. ბევრი კითხვა გაუჩინა ქალის ნათქვამმა. ბოლოს კი  გადაწყვიტა, მიეღო რჩევა და ნელ-ნელა, ოდნავ გაახილა თვალები, ტკივილი მცირდებოდა.  თვალის დახამხამებიდან კიდევ რამდენიმე წუთი გავიდა, ჯონგუკმა საბოლოოდ შეძლო მხედველობის აღდგენა. მის ზემოთ ჭერი დაინახა, მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო.  ფერები ზედმეტად  მკვეთრი გახლდათ, თითქოს ჯონგუკი კამერაში იყურებოდა.

- უნდა ავდგე და წყალი დავლიო. – ახალგაზრდა მამაკაცი დასაჯდომად წამოდგა და ჯონგუკს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა თითქოს ფანჯრიდან გადააგდეს. ყველაფერი ძალიან სწრაფად ტრიალებდა, თითქმის სუპერ სისწრაფით. ჯონგუკი აკანკალდა უეცარ მოძრაობაზე, რის გამოც იგი გვერდზე გადავარდა, თავი მუხლებს შორის ჰქონდა და თვალებს მაგრად ხუჭავდა.

უეცრად კი გაანალიზა რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილა და თვალები გააფართოვა, დაჟინებით ყურება დაუწყო ქალს. 

- თავს როგორ გრძნობ ჯონგუკ? უკვე საკმაოდ დიდი ხანია გძინავს. შენთვის ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რა ხდება, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, წინ მარადისობა გაქვს, რომ შეეგუო...  - თქვა მან ღიმილით. ჯონგუკი უბრალოდ პირღია უყურებდა მას.  პირი გააღო და დახურა, მაგრამ სიტყვები ვერ იპოვა, უფრო სწორად, ის კითხვები, რისი დასმაც სურდა. "რატომ იყო ასე იდუმალი? ვინ იყო ის? რატომ იყო ჯონგუკი აქ? მისი მეგობრები კარგად არიან? სად არიან ახლა მისი მეგობრები? რატომ გამოიყურება სამყარო ასე უცნაურად და რისგან არის გამოწვეული მისი ყელის ეს  ტკივილი ?" მის გვერდით ქალი მოთმინებით იჯდა და ელოდა ჯონგუკს კითხვების ქარიშხალს.

Butterflies 💜💙   [ jikook ]Where stories live. Discover now