ოცდამეთექვსმეტე თავი

1.7K 126 247
                                    

ოთახში სულისშემძვრელი დუმილია ჩამოწოლილი. მაგიდასთან მჯდომი არცერთი სულიერი არ იღებს ხმას. ყოველი მათგანი რიგრიგობით აპარებს თვალს კედელზე ჩამოკიდებული საათის ისრებისკენ, რომლებიც ზანტად მიიწევენ წინ. დაახლოებით ყოველ ორ წუთში ერთხელ კი შესაბრალისი ამოოხვრაც ისმის.

  - ოცდაცამეტი, - ისმის უეცრად სოიონის ხმა.

- რა ოცდაცამეტი? - მაგიდიდან თავს სწევს ჯიმინი და ინტერესით აჩერდება გოგოს.

- ბემბემმა უკვე ოცდამეცამეტეჯერ ამოიოხრა! - უხსნის სოიონი.

- მეტი საქმე არ გაქვს? - კიდევ ერთხელ ოხრავს ბიჭი.

- აბა კარგად შემომხედე, მეტყობა რომ რამე საქმე მაქვს?! - თვალებს ატრიალებს გოგო.

- ამ ოთახში მჯდომ არცერთ ადამიანს არ გვაქვს საქმე ღამის თორმეტ საათამდე! - აწყნარებს სიტუაციას ლუჰანი.

- თორმეტზე საბოლოო შეტევას განვახორციელებთ ორგელზე და შერლოკს დედას ვუტირებთ! - ბუტბუტებს მაგიდაზე თავდადებული სეჰუნი.

- დღეს გაირკვევა ჩვენი და შერლოკის საბოლოო ბედი! - ხელებს ერთმანეთს ურტყამს ბექიონი.

- და ამის მერე მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებთ! - ასრულებს ჩანიოლი.

- ისე, რა უცებ გავიდა ეს სამი დღე, - ამბობს ბემბემი.

  - არადა ვერთობოდი ამ აფეთქებებით! - ბუზღუნებს სოიონი.

  - რას იტყვით, ამ ყველაფრის შემდეგ ყველა ერთად სადმე არ წავიდეთ? - აზრს გამოთქვამს ჯიმინი.

  - მშვენიერი აზრია, სადმე მაგრა ვიგულაოთ! - აღტაცებული ხმით იძახის სოიონი.

  - ყველას გვყავს ჩვენი მეორე ნახევარი საგულაოდ, მხოლოდ შენ და ბემბემი ხართ მარტოები! - საუბარში ეჩრება სეჰუნი.

  - ხოდა თქვენც დაწყვილდით და ერთად "იგულავეთ"! - ეცინება ჩანიოლს.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now