მეცხრამეტე თავი

1.1K 121 237
                                    

ჯონგუკის მეორე დღე, შერლოკის სახლში შედარებით მშვიდი და წყნარი აღმოჩნდა. ბიჭი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დარდი ხან ტელევიზორის ყურებით, ხანაც ბაღში სეირნობით გადაეტანა. ხანდახან ზედმეტი ემოციების გამო, საპირფარეშოში ჩუმადაც ტიროდა, ისე რომ ვონჰოს, რომელიც სულ მის გვერდით იყო, ვერ გაეგო.

  

    ***

  - ჯონგუკ, შერლოკს შენთან ლაპარაკი უნდა! - უთხრა ვონჰომ ტყვეობის მესამე დღეს. გუკმა ამოიხვნეშა, ტელევიზორი გამორთო და ბიჭს უკან გაჰყვა. ნაცნობი კიბეების და კარის შემდეგ, ისევ ბნელ ოთახში ამოყო თავი. შერლოკი უცვლელად სავარძელში მჯდომი დაუხვდა. გუკი სიტყვის უთქმელად ჩაჯდა სავარძელში და წინ მჯდომს მობეზრებული სახით მიაჩერდა.

  - ახალი ინფორმაცია მაქვს, არ ვიცი რამდენად სასიხარულო ან საწყენი იქნება ეს შენთვის, მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე სიმართლე მეთქვა! - უთხრა შერლოკმა ბიჭს და მაგიდის უჯრიდან საქაღალდე ამოიღო, გადაფურცლა და მალევე იპოვა საჭირო ადგილი - როგორც ვიცი, დედაშენი ავარიის შედეგად დაიღუპა, მანქანამ დაარტყა ხომ?!

  ჯონგუკი ჩუმად უსმენდა კაცს, მხოლოდ ტუჩები ჰქონდა მოკუმული, რომ არ აკანკალებოდა.

  - თან როგორც ვიცი, არც კი დაუპატიმრებიათ... ჯონგუკ, მე ვიცი ვინც დაარტყა დედაშენს, ვიცი რას წარმოადგენს! - გუკი უკვე ვეღარ მალავდა ვერც ათრთოლებულ ტუჩებს და ვეღარც აკანკალებულ ხელებს.

  შერლოკმა ჯონგუკს ფოტოები გადმოულაგა, ბიჭმა მაშინვე იცნო საკუთარი თავი და დედამისი, მოწოლილი ცრემლები შეიკავა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ეს ფოტოები ზუსტად იმ დღეს იყო გადაღებული, როდესაც დედამისი დაიღუპა. მეორე ფოტოს დახედა, აქ უკვე კარგად ჩანდა, შავი ჯიპი, რომელიც მათკენ მოემართებოდა, შემდეგი ფოტოების დანახვისას კი ვეღარ შეიკავა ცრემლები, სითხე ნიაღვარივით გადმოედინა მისი თვალებიდან.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now