ოცდამერვე თავი

1K 126 102
                                    

 
   - დედაშენი ნახე?! - იუნგის აღშფოთებული შეძახილი მთელს ოთახს ექოდ ედება.

  - ხო... - ოხრავს თეჰიონი და საფეთქლებს იზელს.

  - მაგრამ... თქვენ ხომ ერთმანეთი გძულთ?!

  - ვიცი... ისიც კარგად ვიცი რომ ვთქვი აღარასდროს დაველაპარაკებოდი, მაგრამ ახლა მისი დახმარება ყველაფერზე მეტად მჭირდება!

  - კი მაგრამ რაში?!

  - უნდა ვიცოდე ჯონგუკი როგორ არის, რას აკეთებს, სად დადის, ვისთან ერთად... გესმის იუნგზ, უნდა ვიცოდე! - ამოიხვნეშა და სიგარას გაუკიდა.

  - თეჰიონ... ეს შენთვისვე იქნება უარესი, ხომ თქვი რომ თავს საბოლოოდ დაანებებდი!

  - არ შემიძლია... არ შემიძლია მის გარეშე არსებობა, ისიც კი საკმარისი იქნება, შორიდან ვუყურო ხოლმე!

  - თავს იტანჯავ თეჰიონ!

  - თუ საყვარელი ადამიანის ნახვას სხვა გზით ვერ მოვახერხებ, მირჩევნია ასე ვიტანჯო... მირჩევნია ასე ლაჩარივით შორიდან ვუყურო, ვიდრე შიგნიდან დამღრღნას ამ საშინელმა გრძნობამ...








  ***

  - მეტს ვეღარ მოვიცდით... დღეს პირველ ნაბიჯს გადავდგამთ!

  - დარწმუნებული ხარ?!

  - კი, ყველაფერს აგიხსნი, რა როგორ უნდა გააკეთო... შენი იმედი მაქვს!

  - შევეცდები არ ჩავფლავდე!

  - ყველაფერი გამოგვივა, ამის მჯერა...











  ***

  - მშვენიერია, კლუბი გავხსენით და ხალხი ისევ მოგვაწყდა! - ამბობს ხალხის თვალიერებით გართული ლუჰანი და სასმელს წრუპავს.

  - ჩემი აზრით აქამდეც უნდა გაგვეხსნა! - ეთანხმება ბექიონი.

  - ეჰ... თქვენ იხარეთ და მე ისევ აქ უნდა ვიყო დაყუდებული და ხალხს სასმელები ვუსხა! - ოხრავს ბემბემი და ბარის ზედაპირის წმენდას აგრძელებს.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now