მეშვიდე თავი

1.6K 166 85
                                    


პატარამ გვიან გაიღვიძა, პირველმა დღემ მასზე აშკარად იმოქმედა, თუმცა ძილს სრულიად გაექრო დაღლილობა, რადგან ჯონგუკი მშვენიერ ხასიათზე ბრძანდებოდა.

ლოგინიდან სწრაფად წამოდგა, ტანსაცმელს, რომელიც ჯიმინმა ათხოვა ხელი დაავლო და სააბაზანოსკენ გაეშურა, როგორც სჩვეოდა უცებ გადაივლო წყალი, ასევე უცებ ჩაიცვა და გამზადებული დაბრუნდა ოთახში.

  სიმართლე რომ ვთქვათ დიდი სიამოვნებით გააგრძელებდა ლოგინში უსაქმურად კოტრიალს, მაგრამ მუცელმა თავისი ქნა და ჯონგუკს სამზარეულოსკენ ააღებინა გეზი, კიბეები ჩაირბინა და კარის წინ შეჩერდა, ფრთხილად ჩამოწია სახელური და შიგნით შევიდა, ჯიმინმა გაკვირვებული მზერა მიაპყრო შემოსულს და ნამცხვარი, რომელსაც გემრიელად ჭამდა უცებ მაცივარში შეაგდო.

  - დილამშვიდობის ჯონგუკ! - უთხრა და გაიკრიჭა.

  - დილამშვიდობის ჯიმინ... მაგრამ პირი მოიწმინდე... შოკოლადით ხარ მოთხვრილი! - უთხრა გუკმა ღიმილით, ჯიმინმა იქვე დადებული ხელსახოცი აიღო და პირი სწრაფად მოიწმინდა.

  - გშია? - ჰკითხა ბიჭს

  - ხო...- ამოიხვნეშა ჯონგუკმა

    - მაშინ ვჭამოთ... მეც მშია! - თქვა ჯიმინმა და მაცივარში თავი შეყო, ცოტახანი ათვალიერა, ბოლოს კიმჩის და რამიონს დაავლო ხელი - ეხავე გავაცხელებ!

  ჯიმინი გაზქურასთან აფუსფუსდა, გუკი კი ფანჯრასთან მივიდა და რაფაზე მოთავსდა, ყოველთვის უყვარდა ფანჯრიდან ბუნების და ადამიანების თვალიერება, ახლაც ინტერესით უყურებდა გარეთ მფრინავ ჩიტებს და ქარისგან აშრიალებულ ფოთლებს.

თუმცაღა მალევე მისი ყურადღება დიდმა შავმა მანქანამ მიიპყრო, რომელიც სახლის შესასვლელთან გაჩერდა, მანქანიდან ასევე შავებში ჩაცმული (ალბათ) ბიჭი გადმოვიდა, რომელმაც სათვალე შეისწორა და არემარე მოათვალიერა, ბოლოს მისი მზერა ჯონგუკზე შეჩერდა, რომელიც ჯერ კიდევ ინტერესით აშტერდებოდა ახალმოსულს.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now