ოცდამეერთე თავი

1.1K 128 212
                                    

 

  - მგონი ეს ზედმეტია!

  - არა... არანაირად არ არის ზედმეტი, ჩემი ბრალი ნამდვილად არ იქნება, შოკისგან ძირს თუ დაეყრებიან!

  - მაგრამ... მაინც ვფიქრობ რომ მისი, ამ ხერხით გამოჩენა ზედმეტია, არ იქნებიან ამისთვის მზად!

  - მგონი ვერ ხვდები რომ ზუსტად მათი რეაქციები მაინტერესებს ყველაზე მეტად, ამდენი ხნის შემდეგ... ნეტავ ისევ თუ ახსოვთ?!

  - რათქმაუნდა ემახსოვრებათ!

  - ძალიან კარგი... ახლავე დავიწყოთ ხვალისთვის მზადება, არ მინდა შოუ გვიან მოვაწყო!

  - როგორც შენ იტყვი!











   ***

  - ყველანი მზად ხართ? კოსტუმები გაისწორეთ! - ოთახში ჩვეულებისამებრ ბექიონის ხმა ისმის, რომელიც აქეთ-იქით დადის და ყველას ჩაცმულობას ამოწმებს, ზოგს ბაფთას უსწორებს, ზოგს ჰალსტუხს, ზოგს კოსტუმის მხრებს.

  - ბექიონ, დარწმუნებული ხარ რომ აუცილებელია კაბის ჩაცმა... ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, არ მიხდება! - სოიონი სარკის წინ დგას და გულ და ზურგ ამოღებულ, ფეხთან ჩახსნილ, გრძელ შავ კაბას, მოღუშული სახით ათვალიერებს.

  - ღმერთო ჩემო სოიონ... რას ლაპარაკობ საერთოდ თუ იცი... ბომბა ხარ ამ კაბაში! - აღტაცებით შესძახა ბექიონმა და გოგო შეათვალიერა.

  - მართლა?!

  - კი საყვარელო, მეშინია არ მოგიტაცონ! - გაეღიმა ბექიონს და სოიონს მიუახლოვდა - შეტრიალდი ყელსაბამს გაგიკეთებ! - გოგო შებრუნდა, ბექიონმა კი შავი, ძვირფასი ქვისგან გაკეთებული ყელსაბამი მალევე მოარგო ყელზე.

  - თმა აიწიე და გვერდებზე კულულები ჩამოუშვი, დაგაკვდება! - შესთავაზა ლუჰანმა და გოგო აღფრთოვანებული მზერით შეათვალიერა - ცხოვრებაში პირველად გხედავ ასეთს და უნდა ვაღიარო, შოკში ვარ სოიონ!

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now