მეთერთმეტე თავი

1.5K 149 81
                                    

   - ჯ ო ნ გ უ კ... მერამდენედ უნდა გაგიმეორო! - წუწუნებს ბიჭი და ოხრავს. ჯიმინი ჯონგუკის საწოლზეა ჩამომჯდარი და შეწუხებული სახით, უკვე მეათედ უხსნის ჯონგუკს თეჰიონის უდანაშაულობას.

  - გამანებე თავი ჯიმინ! - ბურტყუნებს ყავისფერთმიანი და სათამაშოს, რომელზეც კოალასავითაა მიწებებული, ყურებს უწვალებს.

    - კარგი რააა....

    - ჯიმინ ხომ გითხარი, ნუ მელაპარაკები მაგ თემაზე!

   - რატო განიცდი ასე ძაან ამ ამბავს ვერ ვხვდები! - ამოიოხრა კიდევ ერთხელ ჯიმინმა.

 
  - იმიტომ რომ ის, ვინც დედაჩემს დაეჯახა მანქანით... ისიც ეგეთი ადამიანი იყო... - წამოიყვირა ჯონგუკმა უცებ - ისიც მდიდარი ტიპი იყო, ბანდიდან... წარბშეუხრელად მოკლა დედაჩემი, წამართვა ქალი, რომელსაც ჩემთვის სითბო უნდა ეჩუქებინა... არც კი დაუპატიმრებიათ... პოლიციის განყოფილებაშიც კი არ წაუყვანიათ გესმის ჯიმინ... - ბიჭს თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. ქერა გაოგნდა. ჯონგუკი სლუკუნებდა და ცდილობდა სახელოთი ცრემლების ულევი ნაკადი შეეჩერებინა.

  - მე... მე არ ვიცოდი ჯონგუკ... მაპატიე! - ამოილუღლუღა ჯიმინმა და მტირალ ბიჭს ძლიერად ჩაეხუტა. გუკმა ხელები წელზე შემოხვია და უარესად ასლუკუნდა - დაწყნარდი გთხოვ რა... არ მომწონს რომ ტირიხარ! - ამშვიდებდა ჯიმინი და ზურგზე ეფერებოდა.

   ცოტა ხანში ჯონგუკი დამშვიდდა, სლუკუნი შეწყვიტა. ჯიმინის მოწოდებული ხელსახოცით ცრემლები მოიწმინდა და მადლიერად გაუღიმა.

  - აი ასე... მშვენიერია, მიყვარს შენი ღიმილი! - გაიკრიჭა ჯიმინიც - უი მოიცადე... ახლავე ამოვალ! - წამოიძახა უცებ, ლოგინიდან წამოხტა და ოთახიდან გავარდა. ჯონგუკმა გააზრებაც ვერ მოასწრო ისე მალე დაბრუნდა ბიჭი, ჯიმინს ხელში ჩიფსები და შოკოლადები ეჭირა და ბედნიერად იღიმოდა.

   - საიდან ამდენი სასუსნავი?! - გაოცდა ყავისფერთმიანი.

  - იუნგი მიმალავს, მაგრამ მე მაინც ვპოულობ ხოლმე! - ამაყად თქვა ჯიმინმა და საწოლზე აბობღდა, ჯონგუკის წინ ფეხმორთხმით დაჯდა, ნადავლი კი შუაში დაყარა. - შენთან სალაპარაკო მაქვს! - დასერიოზულდა უცებ და ჩიფსის პაკეტს დაწვდა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now