ოცდამეოთხე თავი

1K 119 151
                                    

შესვენების შემდეგ, შეკრება განახლდა. თეჰიონს არაფერი აღარ აინტერესებდა, წასვლა უნდოდა... უნდოდა სადმე შორს წასულიყო, პირდაპირ ევლო და უკან აღარასდროს დაბრუნებულიყო.

მაგრამ არ შეეძლო, ვალდებულები ჰქონდა და პირნათლად უნდა შეესრულებინა. ბანდის ლიდერი იყო და არ ჰქონდა უფლება, ასე მიეტოვებინა ყველაფერი.

სტკიოდა... ძალიან სტკიოდა, გულის სიღრმეში რაღაც აწვალებდა და მოსვენებას არ აძლევდა, ეს ის სიყვარული იყო, რომელიც მას ჯონგუკთან აკავშირებდა, რომელიც სამი წელი ჩამქრალი იყო, ახლა კი გულმოდგინედ გადაკეტილი კარების გაღებას მთელი ძალით ცდილობდა.

შეკრების მთელი მეორე ნაწილი გაშეშებული იჯდა... გაქვავებული მზერით სადღაც შორს, სივრცეში იყურებოდა, არც კი ფიქრობდა. ან რაზე უნდა ეფიქრა, ტვინიც კი გადაკეტილი იყო, გულთან ერთად მისი გონებაც დარდობდა და წუხდა.

ორგელი შეკრებაზე აღარ იმყოფებოდა, როგორც მთავრებისგან გაიგეს, რაღაც გადაუდებელი მიზეზის გამო. ალბათ ეს თეჰიონისთვის უკეთესიც იყო, რადგან მის თვალებს რომ ჯონგუკი დაენახათ, თავს ვეღარ შეიკავებდნენ და მარილიანი სითხით დაასველებდნენ, პატრონის სახეს.

ეს კი არ იყო კიმ თეჰიონის ჩვეული ქმედება, ის ხალხში ყოველთვის ცივი ადამიანის სახელით იყო ცნობილი, და ამის შეცვლას არც აპირებდა... ნეტავ სცოდნოდა ხალხს, ამ გულცივი თეჰიონის შიგნით რა ამბავი ტრიალებდა.

ერთი საათი გაგრძელდა შეკრების მეორე ნახევარი, თეჰიონისთვის კი ეს ერთი წამი, ერთი წუთი ან შეიძლება სულაც ერთი საუკუნე იყო, რადგან ბიჭი რეალობას მოწყვეტილი, სივრცეში დაქროდა და გარშემო მყოფებს ყურადღებას არ აქცევდა.

მხოლოდ ერთი წინადადება ტრიალებდა მის თავში, ჩახვეული რადიოსავით.

  "იმაზე მეტად მძულხარ, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო!"


WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Kde žijí příběhy. Začni objevovat