მეთვრამეტე თავი

1.2K 129 105
                                    

   - ეს არ შეგიძლიათ... ამას ვერ გააკეთებთ! - შავთმიანი სავარძლიდან გამწარებული ხტება და მუშტს მთელი ძალით არტყამს მუხის დიდ მაგიდაზე.

  - თეჰიონ... დაწყნარდი გთხოვ, ეგ არაფერს გიშველის! - ამბობს მის გვერდზე მჯდარი იუნგი, იმისდა მიუხედავად რომ არც თვითონაა ნაკლებ დღეში.

  - ჩვენ არ გვაქვს უფლება ბანდის უსაფრთხოებას ასე მოვებყროთ, ერთი უბრალო ბიჭის გამო! - ამბობს მშვიდად, მაგიდის მეორე ბოლოში, თეჰიონის პირისპირ მჯდარი ახალგაზრდა კაცი.

  - მაგრამ... მაგრამ ეს უსამართლობაა მინჰო!- ძლივს ამბობს სათქმელს ბიჭი და სკამს უბრუნდება.

  - ვიცი რასაც გრძნობ თეჰიონ, მაგრამ არ შეგვიძლია... ორგელი უდიდესი დაჯგუფება გახდა იქამდე, სანამ რამეს ვიღონებდით, ახლა კი არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი რამისთვის, ომი წამოვიწყოთ და ჩვენი ბანდები დავღუპოთ! - ამბობს მინჰოს გვერდით მჯდარი მეორე კაცი და ანერვიულებულ თეჰიონს ნაღვლიანი თვალებით უყურებს.

  - სივონ, ვერ დავტოვებ იმ მანიაკთან! - თეჰიონმა ხელები თმაში შეიცურა და ძლიერად მოიქაჩა.

  - ჩვენ ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ თეჰიონ! - დაუბრუნა პასუხი მინჰომ.

  - კენჭი ვყაროთ! - ამბობს თეჰიონი, როცა ხვდება რომ სხვა გზა არ დარჩენია - უმრავლესობის ხმებს მივენდოთ!

  - კენჭისყრის შემოთავაზებაზე უარის თქმა შეუძლებელია! - განაცხადა სივონმა და მინჰოსთან ერთად ფეხზე წამოდგა.

  - როგორც ჩვენს ქალაქში არსებული, ყველა მშვიდობიანი ბანდის ორი მთავარი მეთაური, კენჭისყრის ჩატარებას ვთანხმდებით! - დააბოლოვა სივონის სათქმელი მინჰომ, ამის შემდეგ კი ორივე თავის ადგილს დაუბრუნდა.

  - ალბათ კარგად იცით რომ ყველა იღებთ მონაწილეობას! - გადახედა მაგიდასთან მჯდომებს სივონმა და მათგან თანხმობის შემდეგ მინჰოს თავი ოდნავ დაუქნია.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now