პირველი თავი

4.8K 235 82
                                    


  - პატარა ნაბიჭვარო...მოეთრიე აქ!

  სახლის მდუმარებას, კაცის საკმაოდ ხმამაღალი ღრიალი არღვევს, სხეული ბარბაცით შედის მისაღებში, პერანგის ღილები გულმკერდთან შეღეღილი აქვს, თმებიც საშინლად აბურდვია, ძლივს იკავებს წონასწორობას, რომ არ წაიქცეს, ადვილი მისახვედრია რომ კაცი ალკოჰოლით არის გაჟღენთილი.

 
  როცა პასუხს არავინ უბრუნებს, ბრაზით ივსება, იქვე, ტუმბოზე მდგარ ვაზას ხელში ითავსებს და კედელს მთელი, დარჩენილი ძალით ახეთქებს, ვაზა ტყდება, შუშის ნამსხვრევები კი აქეთ-იქით იფანტება.

  ამ დროს მეორე სხეული, რომელიც საკმაოდ შეშინებულია, მამამისის ასეთი ქცევით, მაგიდის ქვეშ იმალება, პატარა შიშისაგან კანკალებს, ხშირად ყოფილა ასეთ სიტუაციაში, მამამისი ხომ თითქმის ყოველდღე სვამს. თუმცაღა ზოგჯერ სახლში მოსვლისთანავე მიეგდება და იძინებს ხოლმე. ასეთ შემთხვევებში ბიჭი ახალ დალურჯებებს თავს არიდებს, მაგრამ თუ კაცი ასე ხმამაღლა ღრიალებს, პატარამ იცის რომ მას ვეღარ გადაურჩება.

  მოკუნტული ზის, ლოცულობს რომ არაფერი დაუშავდეს, ხელები ძლიერად მოუმუშტია და მთლიანად კანკალებს. ნაბიჯების ხმა მის ახლოს ისმის, წამიც და მაგიდა სადღაც მიფრინავს, ბიჭი კი მამამისის ღიმილიან მზერას აწყდება.

   - დაგიჭირე! - ხარხარებს კაცი და პატარა სხეულს, ერთი ხელის მოსმით აგდებს ზეზე.

  - მამა...გთხოვ...არგინდა! - ლუღლუღებს შეშინებული ბიჭი, მაისურის გრძელ სახელოებს ძლიერად ებღაუჭება და ცდილობს არ ატირდეს.

 
  - მამას ნუ მეძახი, ნაბიჭვარო! - წარბებს კრავს კაცი, ისმის ძლიერი გარტყმის ხმა და პატარა ისევ იატაკზე აღმოჩნდა, თვალები მთლიანად ცრემლებით ავსებია.

  კაცს სახეზე ღიმილმა გადაურბინა, როცა თავისი, ერთადერთი შვილი ასეთ მდგომარეობაში დაინახა, მიუახლოვდა და ფეხი მთელი ძალით ჩააზილა მუცელში, სხეული ტკივილისგან მოიკუნტა, მის ბაგეებს პატარა წამოკივლება მოსწყდა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now