მეთექვსმეტე თავი

1.4K 133 236
                                    


მთელ ოთახში ვიდეოთამაშის ხმა და ხანდახან ხმამაღალი წამოძახილები ისმის, ბემბემი და ლუჰანი გამწარებულები თამაშობენ და ცდილობენ მოიგონ, ჯონგუკი კი სანახაობას ადევნებს თვალს და სიცილით კვდება. სოიონს ცოტა ხნის წინ დაურეკეს და საქმეზე დაიბარეს, ამიტომ ოთახში სამი კაცის გარდა არავინ იმყოფება.

  - ბავშვებო საპირფარეშოში გავალ და დავბრუნდები! - განაცხადა ჯონგუკმა და ფეხზე წამოდგა, ოთახიდან გამოვიდა, კარები მოიხურა და პირველ სართულზე ავიდა, იდუმალი სიჩუმე სუფევდა, რის გამოც ჯონგუკს უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. პატარა დერეფანს გაუყვა და საპირფარეშოსაც მიადგა, მალე მოითავა საქმე და მთავარ დარბაზში დაბრუნდა, კიბეებისკენ დაიძრა, მაგრამ გარედან უცნაური ხმა მოესმა და შეჩერდა. ფრთხილად მიუახლოვდა ოდნავ შეღებულ კარებს და გარეთ გაიჭყიტა, დიდი არაფერი ჩანდა, მაგრამ გუკმა მოასწრო და დაინახა პატარა კნუტი რომელიც საწყლად კნაოდა და თათებს ილოკავდა. ბიჭს ბევრი აღარ უფიქრია, კარები გააღო და გარეთ გავიდა, კნუტი გზის იქითა მხარეს, მანქანის ბორბალთან იყო მოკუნტული, ჯონგუკმა გარემო მოათვალიერა, ვერც დაცვები და ვერც ვერაფერი სახიფათო ვერ შეამჩნია ამიტომ სწრაფად გადაჭრა ქუჩა და კნუტს მიუახლოვდა, მასთან დაიხარა, დაათვალიერა რამე ხომ არ სჭირდა და ხელში ფრთხილად აიყვანა.

  - როგორი ჭუჭყიანი ხარ! - თქვა თავისთვის და კნუტს მიეფერა - წაგიყვან, დაგბან და გაჭმევ, არამგონია თეჰიონი წინააღმდეგი იყოს!

  - საყვარელია ხომ? - გაიგო უცებ ხმა, გვერდით გაიხედა და მასთან დახრილი დაკუნთული ბიჭი დაინახა, რომელიც საყვარლად უღიმოდა.

  - ძაან! - გაიღიმა ჯონგუკმაც.

  - როგორი კეთილი ხარ სახლში რომ მიგყავს! - უთხრა ბიჭმა და კნუტს მოეფერა.

  - მეცოდება ქუჩაში რომ დავტოვო! - ამოიხვნეშა ჯონგუკმა - წავიყვან და მოვუვლი!

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now