მერვე თავი

1.6K 164 120
                                    


  - შენი აზრით მალე გაიღვიძებს?

  - არ ვიცი ჯიმინ... ექიმმა ხომ თქვა რომ კარგადაა, უბრალოდ დასვენება ესაჭიროებაო...

  - მაგრამ იუნი... რამდენი ხანია რაც სძინავს!

  საწოლში მწოლი ხმაურზე ნელა იშმუშნება, ხელი სახესთან მიაქვს და თვალებს ისრესს, ჯერ კიდევ ძილბურანშია და კარგად ვერ აზროვნებს, თუმცა თავის აწევისთანავე ამჩნევს მასზე მომართულ ორ წყვილ თვალს და საწოლზე ოდნავ ხტება.

  - ჯონგუკ კარგად ხარ? - ამბობს ჯიმინი და  ბიჭის შუბლზე თავის პატარა ხელს დიდი მცოდნესავით ათავსებს.

  - კი ჯიმინ... კარგად ვარ, მაგრამ რა მოხდა?? - კითხულობს მაშინათვე.

  - არ ვიცი, თეჰიონმა გონდაკარგული მოგიყვანა, შემდეგ ექიმი მოვიდა რომელმაც გვითხრა რომ კარგად იყავი და უბრალოდ უნდა დაგესვენა, აქ ამოგიყვანეთ და დაგაწვინეთ, ცოტა ხნის წინ კი შენ სანახავად შემოვედით და აი გაიღვიძე კიდეც! - ყველაფერი მალევე ჩაურაკრაკა.

  - რამდენი ხანი მეძინა?

  - თითქმის ერთი დღე... უკვე შუადღეა! 

ჯონგუკმა საბანი ერთი ხელის მოსმით მოიშორა და ლოგინიდან წამოიწია.

  - ჯობია ცოტახანი კიდევ იწვე! - შეაჩერა იუნგიმ.

  - კარგად ვარ იუნგი...აღარ მინდა წოლა, თან მომშივდა!

 
- კარგი, წამოდი მაშინ! - თქვა იუნგიმ, ჯონგუკი საწოლიდან წამოდგა, ოდნავ შებარბაცდა, მაგრამ წონასწორობა მალევე აღიდგინა და შეშფოთებულ ჯიმინს ღიმილი შეაგება. ოთახიდან გამოვიდნენ და სამზარეულოსკენ აიღეს გეზი, შესვლისთანავე ჯონგუკს სასიამოვნოდ გააჟრჟოლა, ნაცნობი სხეულის დანახვისას.
 
 

  - კარგად ხარ გუკი?! - ჰკითხა თეჰიონმა და სიგარა შუშის ჭურჭელში ჩააფერფლა.

- კი, მადლობა! - თქვა ჩუმად ბიჭმა და მორცხვად გაიღიმა.

  - კარგია, ჭამე და საყიდლებზე გავიდეთ, თუ გინდა ჯიმინიც წამოიყვანე რომ არ მოიწყინო! - უთხრა უფროსმა და მაგიდას მიუჯდა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now