ოცდამეხუთე თავი

1K 127 139
                                    

 

- აღჭურვილობა გაამზადეთ, რაიცით რა ხდება, შეიძლება დაგვჭირდეს... ტყვიაგაუმტარი ჟილეტები აუცილებლად ყველამ ჩაიცვით, ჯიმინ შენ შენს თავს მოუარე და მოწესრიგდი... საღამოს ექვსი საათია, ოპერაციამდე ოთხი საათი რჩება, გეგმა კიდევ ერთხელ გადაიმეორეთ გონებაში და ილოცეთ რომ ჯიმინმა, რომელიმე დაცვა შეაბას! - თეჰიონი მისაღებ ოთახში ჩაფიქრებული  დადიოდა და განკარგულებებს იძლეოდა. დანარჩენები კი ერთმანეთში ირეოდნენ და მისიისთვის ემზადებოდნენ.

  
  - ჩვენი ხალხიც წავიყვანოთ?! - თეჰიონს იუნგი უახლოვდება.

  - რათქმაუნდა! - ფიქრებიდან ერკვევა თეჰიონი - ბევრი არ გვინდა ოღონდ, რომ შესამჩნევები არ იყვნენ!

  - კარგი! - თავს უქნევს იუნგი და შორდება.

  - ბემბემ... შენ დაზვერვაზე იქნები სოიონთან ერთად და გადამცემებით შეატყობინებთ ბექიონს როგორ იმოძრაოს!

   - გასაგებია თეჰიონ! - გამოსძახა ბემბემმა სამზარეულოდან.

  თეჰიონი ოხვრით ჩაეშვა სავარძელში და თავი ხელებში ჩარგო.

არადა გადაწყვეტილი ჰქონდა, ორგელთან ყველანაირი შეხება გაეწყვიტა, მაგრამ ბედი როგორც ყოველთვის მის წინააღმდეგ იყო.

აღარ უნდა ბრძოლა, აღარც სისხლი და აღარც მკვლელობები...

დაიღალა ამ ყველაფრით...

ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ჯისონის უჩუმრად წამოყვანას აპირებდნენ და არა ბრძოლით.

ყოველთვის ამბობდა და ამტკიცებდა იმას, რომ უგულო, ცივსისხლიანი ნაბიჭვარი იყო... მაგრამ ყველას ცხოვრებაში არსებობს ის ნათელი წერტილი, რომელიც ყოველთვის კარგის კეთებისკენ გვიბიძგებს...

მისი ნათელი წერტილი კი ჯონგუკი იყო.

 მისი პირადი, პატარა და საყვარელი ნათელი წერტილი იყო, რომელიც ახლა სრულიად საპირისპირო გამხდარიყო.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now