ოცდამეცამეტე თავი

1.1K 127 100
                                    

- თეჰიონ, მოვიდნენ! - იძახის ოთახში ახლად შესული ბემბემი და შავთმიანს უყურებს, რომელიც სავარძელში ჩაფიქრებული ზის და კედელს აშტერდება - თეჰიონ თქო! - ხელმეორედ იძახის ბიჭი, ამჯერად უფრო ხმამაღლა და შედეგსაც იღებს.


შავთმიანი კრთება და ბემბემს გაკვირვებული სახით უყურებს.

  - რა ხდება?

  - მოვიდნენ თქო! - იმეორებს ბიჭი და როცა თეჰიონისგან ისევ გაკვირვებულ მზერას იღებს, ოხრავს - იაპონელები მოვიდნენ, ჯექსონი, გარკოც აქაა!

  - გასაგებია, ჩვენებიც ამოიყვანე! - თავს ოდნავ უქნევს ბიჭი.

   - ახლავე! - უფრო თავისთვის ამბობს ბემბემი, ვიდრე თეჰიონის გასაგებად და ოთახიდან გამოდის - სუ გააგიჟა იმ ბიჭმა! - თავს დანანებით იქნევს და ოთახს სცდება.

საჭირო კარს უახლოვდება და აკაკუნებს, შიგნიდან ნათქვამი 'შემოდი'-ს მერე კი თავისუფლად აბიჯებს ოთახში.

  - მოვიდნენ, თეჰიონმა ყველანი კაბინეტშიო! - უცბად ატყობინებს სკამზე მჯდომ ბიჭს - ჩანიოლი სადაა?

  - ქვემოთაა! - პასუხს უბრუნებს ბექიონი, წიგნს გვერდით დებს, ფეხზე დგება და ოთახს ბემბემთან ერთად ტოვებს.

   - რომელი საათია საერთოდ? - ოხრავს ბექიონი.

  - პირველის წუთებია...

  - რა საჭირო იყო კრება შუაღამისას გაგვემართა! - ამთქნარებს და თვალებს ისრესს. აშაკარაა, რომ ახლა ძილზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.

  - ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა! - ამბობს ბიჭი.

პირველ სართულზე ჩადიან, შემდეგ კი ნულოვანს სტუმრობენ. ჩანიოლს იარაღების ოთახში პოულობენ.

  - ჯერ ადრეა იარაღების არჩევა, დრო კიდევ სამი დღე გვაქვს! - იცინის ბემბემი.

  - იარაღის ასარჩევად, ადრე არასდროსაა! - ამაყი მზერით უბრუნებს პასუხს და მეუღლეს შუბლზე კოცნის.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now