მეთხუთმეტე თავი

1.8K 139 143
                                    


  ბექიონი მშვიდად ფშვინავს საწოლში, მოკუნტულ პოზაში წევს, ცალი ხელი კი თავის ქვეშ აქვს ამოდებული ბალიშის მაგივრად. სინამდვილეში ძილს არ აპირებდა, მაგრამ როცა წამოწვა და ჩაფიქრდა, რული თავისით მოერია, რამდენიმე წუთში კი ჩაეძინა.

ოთახის კარი ძლიერად იღება, წამში კი მაღალი სხეულის სილუეტიც ილანდება, რომელიც მძინარის დანახვისას კრთება და ამჯერად ფრთხილად ხურავს კარს, ბექიონი იშმუშნება და თვალებს ახელს, მასზე მოშტერებულ ჩანიოლს ხედავს რომელიც შეწუხებული სახით ჯდება ლოგინზე.

  - ბოდიში გაღვიძებისთვის! - ჩაიბურტყუნა.

  - არაუშავს, მაინც მალე გამეღვიძებოდა! - დაამთქნარა ქერამ და ლოგინზე წამოჯდა - რამ შეგაწუხა?!

  - უნდა ვილაპარაკო ბექიონ! - ხმა დაასერიოზულა ჩანიოლმა.

  - მაინც რაზე?! - წამოდგა საწოლიდან და ტუმბოს მიუახლოვდა, უჯრიდან წითელი მარლბოროს კოლოფი ამოიღო და სანთებელას ძებნა დაიწყო, მალევე იპოვა შარვლის ჯიბეში, ღერი თითებს შორის მოიქცია და გაუკიდა, პირველი ნაპასი დაარტყა, სიამოვნებით გაიღიმა და საწოლს დაუბრუნდა.

  - მეგონა აღარ ეწეოდი! - უთხრა ჩანიოლმა და ღერი გამოართვა, ამჯერად თვითონ ამოარტყა.

  - ერთი ადამიანის გამო დავიწყე, რომელმაც ეს ბოლო ხანები საკმაოდ მანერვიულა! - ჩაუნამიოკა და სიგარეტი დაიბრუნა.

  - ზუსტად მაგაზე მინდა ლაპარაკი ბექ...

  - გისმენ! - უთხრა უდარდელად და თვალები აატრიალა.

  - ისე ნუ იქცევი თითქოს შენთვის ეს ურთიერთობა არაფერს ნიშნავდა!

  - შენც კარგად იცი ჩანიოლ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო, ურთიერთობა რომელიც შენ გამო დაინგრა და გეხვეწები მე ნუ გამოგყავარ ცივი ბოზივით! - გაცხარდა ბექიონი.

  - მაპატიე ბექ... ვიცი რომ მე ვარ დამნაშავე, ვიცი რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, მაგრამ ეს არ უნდა გექნა, არ უნდა დაგესვა წერტილი ამ ურთიერთობისთვის, ესე რთულად არ უნდა მიგეღო ეს ამბავი - ამოიოხრა ჩანიოლმა და ქერას შეხედა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now