მეცამეტე თავი

1.7K 166 145
                                    


  ბნელი ოთახი მთლიანად სიგარის კვამლს მოუცვია, სხეული ტყავის, მდიდრულ სავარძელშია მოკალათებული, მუხლზე ნახევრად შიშველი გოგო უზის, რომელიც კეკლუცური ღიმილით ეტმასნება და ხელებს უფათურებს. კაცს აშკარად არ ადარდებს გოგო, რადგან მოულოდნელად ხელით უხეშად იშორებს და უყვირის რომ ოთახიდან გაეთრიოს. მთლიანი ყურადღება მის წინ, მუხლებზე დაჩოქილი ბიჭისკენ აქვს მიმართული. კაცი ძლიერ ნაპასს არტყამს და კვამლს კბილებს შორიდან უშვებს. კონიაკის ჭიქას იღებს, ერთ ყლუპს სვამს და ნასიამოვნები იღიმის.

   - ანუ შენ მეუბნები რომ ჩემი ნაბრძანები დავალება ვერ შეასრულე და ბიჭი ვერ მომიყვანე ხომ?! - მიმართავს კაცი დაჩოქილ ბიჭს.

   - მაპატიეთ ბოს, ჩვენ ვეცადეთ... იქ რომ მივედით, უკვე წასული იყო... ჩვენ მართლა ვეცად...

   - ხმა ჩაიგდე ნაბიჭვარო! - იღრიალა უცებ კაცმა, ბიჭი შეკრთა, შეშინებულმა უკან დახევა სცადა, მაგრამ არ დასცალდა, ვიღაცამ მხრებში ხელი ჩაავლო, ფეხზე წამოაგდო და ხელით წინ უბიძგა.

   - ბოს გთხოვთ, მაპატიეთ! - ამოილუღლუღა ბიჭმა და ისევ მუხლებზე დაიჩოქა.

   - გაპატიო?! შენ იცი რას ვუშვრები იმ ხალხს, რომლებიც ჩემს ბრძანებებს სათანადოდ ვერ ასრულებენ? - იკითხა ხმამაღლა, ფეხზე წამოდგა და ბიჭს მიუახლოვდა, მასთან ჩაიმუხლა, ხელი თავზე დაადო და ფრთხილად გადაუსვა - ვანადგურებ! - ჩაისისინა და სიგარის კვამლი პირდაპირ სახეში შეაბოლა ბიჭს.

   - ბოს, მეორე შანსი მომეცით გთხოვთ! - ჩუმად ამოთქვა ბიჭმა და წინ მყოფს შეშინებული თვალები მიაპყრო.

  - მეორე შანსი... ჰმმ, არ ვიცი... რომ მოგცე და ისევ გამიცრუო იმედები?!

  - არა ბოს, გპირდებით აღარ გაგიცრუებთ იმედებს! ყველაფერს ზედმიწევნით შევასრულებ! - თქვა მისი სიტყვებით გახარებულმა ბიჭმა, რადგან იმედი გაუჩნდა რომ გადარჩებოდა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now