მეოცე თავი

1.1K 131 132
                                    


     სამი წლის შემდეგ



























    - ბექიოონ! - ისმის განწირული ყვირილი ოთახში - მომაშორე შენი ბავშვი! - ბემბემი დივანზეა გაწოლილი, ზედ კი პატარა, დაახლოებით ხუთი წლის ბავშვი აზის და ფლომასტერით ბიჭის სახის გალამაზებას ცდილობს. ბემბემი საერთოდ არ ჩანს კმაყოფილი შედევრით მის სახეზე, პატარა ბიჭი კი მხიარულად ხითხითებს და გაჩერებას არ ცდილობს. მოთამაშე წყვილს ქერა ბიჭი უახლოვდება, რომელიც მათი დანახვისას სიცილს ვერ იკავებს.

  - რა გაცინებს! - უღრენს ბემბემი.

  - არაფერი, უბრალოდ ძალიან გიხდება! - იცინის ისევ ბექიონი და ბავშვს უახლოვდება - მოდი მამიკოსთან ჯისონ! - იხრება და ბიჭს ხელში იყვანს.

  - ხომ ლამაზია?! - ამბობს ბავშვი აღტაცებით და ბექიონს გაბრწყინებული თვალებით უმზერს.

  - ძალიან ლამაზია საყვარელო, კარგად გაქვს შეხამებული მწვანე და წითელი ფერები მის სახეზე! - ეუბნება სიცილით და ცხვირს ცხვირზე უხახუნებს.

  - რატომღაც ძაან მოსწონს ბემბემის სახეზე ხატვა! - უახლოვდებათ ლუჰანი - ნიჭიერი ხარ ჯისონ, დიდი მომავალი გაქვს! - ეუბნება ბავშვს და ლოყებს უწელავს.

  - ლამაზი სახე მაქვს და მაგიტომ! - ამბობს ფეხზე წამომდგარი ბიჭი.

  - მაგ ნახატებით საერთოდ მზეთუნახავი ხარ! - აქებს ლუჰანი სიცილით.

  - წავედი მე მოვიშორო ეს შედევრი, არ ვარ ღირსი, რომ ჩემს სახეზე ეხატოს! - განაცხადა ბემბემმა და მისაღებიდან გავიდა.

  - მოდი ჩემთან! - ხელებს შლის ლუჰანი და ბავშვს უბრუნდება.

  - არა... ჩემს მამიკოსთან მინდა! - თავს აქნევს ბიჭი და ბექიონს ეკვრის, პარარელურად ლუჰანისკენ აპარებს თვალს, ხომ არ ვაწყენინეო.

  - რაო სეჰუნმა?! - ეკითხება ბექიონი ლუჰანს და ბავშვთან ერთად სამზარეულოსკენ მიიწევს.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora