მეთორმეტე თავი

1.6K 140 113
                                    

- იუნგიი... თეჰიოონ! - ქერა მთელ სახლში გაკვირვებული სახით დადის, თან ბოლო ხმით ყვირის ორი ბიჭის სახელს, რომელიც ვერსად უპოვია.

  - ვერ იპოვე?! - პირველ სართულზე ეჩეხება ჯონგუკი.

  - ვერა... აორთქლდნენ თუ რა მოუვიდათ, ვერ ვხვდები! - უპასუხა ანერვიულებულმა ჯიმინმა.

  - გარეთაც არ არიან... ალბერტიც არსად ჩანს, ის წყეული დაცვები კი ხმას არ იღებენ, თითქოს არც ვარსებობდე! - მიაყარა ერთმანეთს სიტყვები და გაბრაზებული სკამზე ჩამოჯდა - რომელი საათია?!

  - თორმეტი!

 
  - ადრეც უქნიათ ესე?! - იკითხა ცოტა ხნის მერე ჯონგუკმა.

  - არასდროს, თუ ადრიანად მიდიოდნენ სადმე, ალბერტს აფრთხილებდნენ რომ ჩემთვის ეთქვა, ან მაცივარზე ფურცელს აკრობდნენ და იქ წერდნენ... მეშინია, რამე ცუდი არ დაემართოთ!

  - დაწყნარდი არაფერი დაემართებათ... ალბათ! - მოულოდნელად ოთახში ტელეფონის ხმა გაისმა, ჯონგუკი სწრაფად წამოდგა სკამიდან და ყურმილი აიღო.

  - გისმენთ!

  - ჯონგუკ შენ ხარ? - გაისმა ნაცნობი, აღელვებული ხმა.

  - კი ბექიონ... რა მოხდ...

   - სასწრაფოდ ჩაიცვით და გარეთ ფრთხილად გამოდით, მძღოლი დაგხვდებათ, შავი მერსედესით, სწრაფად ჩაჯექით მანქანში, სიტყვის უთქმელად... ბარში მოგიყვანთ ორივეს, მე აქ დაგხვდებით! - სწრაფად უთხრა ბიჭს და სანამ ჯონგუკი რამის თქმას მოასწრებდა გათიშა.

  - რა ხდება?! - მიუახლოვდა ჯიმინი.

  - არ ვიცი... იუნგის კლუბის მენეჯერი იყო, მითხრა ჩაიცვით და გარეთ მანქანაში ჩაჯექითო... ჯიმინ მგონი მართლა რაღაც ხდება!

  ქერას მეტი აღარაფერი უთქვამს, ჯონგუკს ხელი დაავლო და მეორე სართულისკენ დაიძრა, უცბად ჩაიცვეს. როგორც ბექიონმა უთხრა, გარეთ გამოვიდნენ, არემარეს მზერა მოავლეს და მალევე შეამჩნიეს დიდი, შავი მანქანა რომელიც შესასვლელთან იდგა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now