ოცდამეშვიდე თავი

1.1K 120 108
                                    

  - ეს რას ნიშნავს... რატომ იყო ჯონგუკი ჩვენს საწყობთან და რატომ ააფეთქა იგი?!

  - მითუმეტეს ჩვენი მისვლის დროს!

  - თეჰიონ... რას ნიშნავს ეს ყველაფერი?!

  ოთახში ხმამაღალი შეძახილები ერთიმეორეს მიყოლებით ისმოდა. ყველა აღშფოთებული იყო მომხდარი ამბით.

  - თეჰიონ!

თეჰიონი სავარძელში იყო ჩამჯდარი და ჩაფიქრებული იყურებოდა სივრცეში. ამ ბოლო დროს ხშირად ფიქრობდა და ეს აშინებდა.

  - არ ვიცი! - ჩაილაპარაკა ბოლოს - არაფერი არ ვიცი... ისეთივე გაურკვევლობაში ვარ, როგორც თქვენ!

  - ღმერთო ჩემო! - ამოიოხრა ამდენი ლაპარაკით თავატკიებულმა ლუჰანმა და სავარძელში ჩაეშვა.

  - კარგი... მისმინეთ - ფეხზე წამოდგა ჯიმინი - შეიძლება მან არც არაფერი იცოდა, იქნებ დაავალეს და გააკეთა, ისე რომ არ იცოდა ვის საწყობს აფეთქებდა... თან ხომ დაინახეთ, როგორ გადაგვიდგა წინ და გვითხრა რომ წავსულიყავით...

  - როგორ შეიძლება რომ მისიაზე მიდიოდე და არ იცოდე ვის საწყობს აფეთქებ?! - ამოიოხრა ჩანიოლმა - ეს ხომ აბსურდია!

  - მას რომ ჩვენი სიკვდილი სნდომოდა, მაშინ წინ არ გადაგვიდგებოდა! - წამოიძახა ჯიმინმა.

  - ჯონგუკს ვეღარ ვცნობ... ჯერ ჯისონის ამბავი, ახლა საწყობი... შერლოკი ზედმეტად ცუდად მოქმედებს ბიჭზე! - ამოიოხრა სოიონმა.

  - გეყოთ... - ხმამაღლა დაიძახა თეჰიონმა და ყველა გააჩუმა - რაც მოხდა მოხდა, დაივიწყეთ, მთავარია ყველაფერი კარგადაა! - თქვა და ოთახიდან გამოვიდა.

ჯერ კიდევ ვერ ამოეგდო თავიდან ჯონგუკის შეშინებული სახე, რომელიც სთხოვდა, რომ იმ ადგილს მოშორებოდა და წასულიყო.

"რას თამაშობ პატარა ბიჭო?!"



  ***

  - ეს რა ჯანდაბა იყო შერლოკ! - ყვიროდა ჯონგუკი ოთახში.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now