მეათე თავი

1.5K 158 178
                                    

 
  პატარა სხეული სავარძელზე იყო მოკალათებული, ფეხები აეკეცა და პლედი მთლიანად შემოეხვია, ტელევიზორს უყურებდა, პულტი ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული და არ უშვებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი ძებნა არ დასჭირვებოდა.

   თუმცა მოდი, სიმართლეს ფარდას ავხდი და გეტყვით რომ ჯიმინს ტელევიზორი საერთოდ არ ანაღვლებდა. მისი მზერა მთლიანად სხვაზე იყო მიმართული, რომელიც მისგან ოდნავ მოშორებით, მაგიდასთან იჯდა და რაღაც ფურცლებს ჩაჰკირკიტებდა.

  პატარა ბიჭი უსირცხვილოდ აშტერდებოდა საკუთარ ძმას, რომელიც როგორც ჩანს საკმაოდ რთულ სამუშაოს ასრულებდა. ჯიმინს თბილად ეღიმებოდა ხოლმე, როცა იუნგი წარბებს შეკრავდა, ცხვირს შეჭმუხნიდა და ტუჩებს კატასავით გააცმაცუნებდა, პატარას ძაან მოსწონდა ამის ყურება.

  "ის ძაან საყვარელია" ფიქრობდა ჯიმინი, "ასეთ მდგომარეობაში განსაკუთრებით... მისი ჩახუტება მინდა!", ბიჭი სასწრაფოდ წამოხტა სავარძლიდან, პლედი აიღო და იუნგისთან მიირბინა.

  - იუნიიი! - გაწელა სიტყვა.

  - გისმენ ჩიმი! - ფურცლებს თვალი მოაშორა მწვანეთმიანმა.

  - შენთან მინდა! - უთხრა გაცისკროვნებული ღიმილით - ჩაგეხუტები და ისე იმუშავე!

  - კ... კარგი ჩიმი! - უარი ვერ უთხრა პატარას და ფეხზე წამოდგა, ფურცლებს ხელი დაავლო, დივნისკენ დაიძრა და იქ მოკალათდა, ჯიმინმაც არ დააყოვნა, მის ფეხებს შორის მოთავსდა, პლედი კი იუნგის ისე მოახვია, რო თვითონაც გამთბარიყო, თავი ძმის მკერდს მიადო და ხელი წელზე მოხვია. ესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა და საყვარლად ეღიმებოდა.

  ვიღას ახსოვდა სამუშაო და საქმიანი ფურცლები, იუნგიმ ყველაფერი გვერდზე გადადო და ხელები მძლავრად შემოხვია უმცროს ძმას, ცხვირი მის თმებში ჩარგო და ხარბად შეისუნთქა ის არომატული სურნელი, რომელიც ან შამპუნის დამსახურება იყო ან უბრალოდ იუნგის ეჩვენებოდა ასე. იცოდა... იცოდა რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ არ შეეძლო... ვერ ახერხებდა ზურგი შეექცია ამ გრძნობისთვის, რომელიც შინაგანად ღრღნიდა და ჭამდა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now