მეხუთე თავი

1.8K 187 56
                                    

ჯონგუკი ოთახში ბოლთას სცემს, ჯერ ოთახის ერთ ბოლოში გადის თითების მტვრევით, შემდეგ კი იმავე გზით უკან ბრუნდება, ხანდახან ჩერდება, თითქოს პრობლემა გადაჭრაო... მაგრამ თავს იქნევს და სიარულს აგრძელებს

  სამსახური!

 
  აი რა ტრიალებს პატარას თავში, არ იცის რა ქნას, მხოლოდ თვრამეტი წლისაა, არც საკმარისი განათლება აქვს და არც გამოცდილება, მაგრამ ეს სჭირდება რომ თავი ირჩინოს, მართალია თეჰიონმა უთხრა დარჩენილიყო რამდენი ხანიც მოუნდებოდა, მაგრამ ბიჭს ეს არუნდა.

დიახ, არუნდა. შეჩვეულია დამადლებულ სიტყვებს რომელიც ყოველდღე მამამისის პირიდან ესმოდა
“კარგია სხვის ხარჯზე ცხოვრება?”

თეჰიონს ჯერ კიდევ უცნობად თვლის, თან არ უნდა რომ შეაწუხოს ისინი, სინდისი ამის უფლებას არ აძლევს, ლოგინზე პირქვე ეშვება და თვალებს ხუჭავს, ამდენი ფიქრისგან  დაიღალა, უკვე ძილბურანში ეშვებოდა რომ კარები ხმაურიანად გაიღო და ოთახში ვიღაც შემოვარდა, ჯონგუკმა სასწრაფოდ ჭყიტა თვალები და იდილიის დამრღვევს მიაჩერდა.

  - ვაიმე... იძინებდი ჯონგუკ?! - გაუფართოვდა თვალები ჯიმინს.

  - არა ჯიმინ, უბრალოდ ვფიქრობდი...

  - რაზე? - ქერა საწოლზე ჩამოუჯდა და ინტერესით მიაჩერდა.

  - სამსახური მჭირდება და მაგაზე ვფიქრობდი!

  - ჰმმ...- ჩაფიქრდა ჯიმინიც - იუნგის რომ ვუთხრათ! - გაუნათდა უცებ სახე.

  - იუნგის?

  - ხო... მან ყველაფერი იცის და დაგვეხმარება - ფეხზე წამოხტა და ჯონგუკიც ააგდო, ოთახიდან გავიდნენ, პატარა დერეფანი უცებ გაიარეს და შავ კარებს მიადგნენ, ჯიმინმა ფრთხილად დააკაკუნა.

  - იუნიი...მე ვარ! - დაიძახა და პასუხს დაელოდა.

  - შემოდი ჯიმინ...- არ დააყოვნა ხმამ, ბიჭმა სახელური ჩამოსწია და შიგნით შევიდა, ჯონგუკიც შეიყოლა, გუკმა დაკვირვებით მოათვალიერა ოთახი, საშუალო ზომის, ნაცრისფერში გაწყობილი კაბინეტი იყო, ერთი მაგიდა, რომელსაც ახლა იუნგი ეჯდა, საწოლი, კარადა და დიდი აივანი, მთლიანობაში ჩვეულებრივი ოთახი იყო, მაგრამ რაღაცით მაინც იწვევდა ჯონგუკის აღფრთოვანებას.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now