მეოთხე თავი

1.9K 193 51
                                    

ოთახში სრული სიჩუმეა, თუ არ ჩავთვლით ფანქრის ფურცელთან შეხების ხმას და ერთი ორ აღფრთოვანებულ შეძახილს. მწვანეთმიანი უკვე კარგა ხანია აკვირდება ძირს მჯდომ სხეულს, რომელიც მთელი მონდომებით ხატავს, ქერა თმები წინ ჩამოშლია, ტუჩები საყვარლად წინ გამოუბზეკია და ხანდახან პატარა ენითაც ნამავს.

  - იუნგი დავამთავრე! - იძახის ბოლოს და ფეხზე ხტება, იუნგი სასწრაფოდ არიდებს თვალს, რათა პატარა არ მიხვდეს რომ მისი ძმა უკვე საათია თვალისმოუცილებლად აშტერდება, მასთან მიტანტალებს და ნახატს უწვდის.

 
- ძალიან ლამაზია ჩიმი! - იძახის უფროსი და ჯიმინს თმებს უჩეჩავს, ნახატს დაჰყურებს, სადაც ის და მისი უმცროსი ძმა ხელიხელჩაკიდებულები დგანან და იღიმიან.

 
- შენ ჩემი უფროსი ძმა ხარ, ამიტომ ყოველთვის ჩემს გვერდზე უნდა იყო და იღიმოდე! - აუხსნა პატარამ და თვალები საყვარლად დააწვრილა.

  - აუცილებლად ჯიმინ, აუცილებლად... ახლა წადი და საჭმელი ჭამე ხომ!

 
- კარგი იუნი! - ამბობს და მირბის, იუნგი გაქცეულს თვალს აყოლებს, როცა სრულიად უჩინარდება, ისევ ნახატს დაჰყურებს და სიმწრისგან ეცინება. "ძმა" ფიქრობს და ხელებს ძლიერად მუშტავს, რას წარმოიდგენდა ოდესმე ასეთი რამ თუ მოხდებოდა, ადრე საერთოდ იმასაც ვერ წარმოიდგენდა ვინმე თუ შეუყვარდებოდა, ახლა კი... საკუთარი ნახევარძმა უყვარს, რომელიც მას მხოლოდ უფროს დედმამიშვილად მიიჩნევს.

 
იმ დროს იხსენებს როცა პირველად გაიგო რომ უმცროსი ძმა ეყოლებოდა, მაშინ მხოლოდ ექვი წლის ხდებოდა. სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო რომ მამამისმა დაიბარა, პატარა იუნის გაუკვირდა, მამამისი ხომ დაკავებული კაცი იყო, შვილისთვის დრო არასდროს ჰქონდა, მაშინაც კი დედა რომ გარდაეცვალა.

 
მამამისის კაბინეტში შესულს უცხო ქალი დახვდა, რომელიც საკმაოდ თბილად უღიმოდა და ხელში თოჯინის მსგავსი არსება ეჭირა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ