ოცდამეცხრე თავი

1.1K 128 68
                                    

   - თეჰიონ... სასწრაფო საქმეა! - ოთახის კარებს აღელვებული იუნგი აღებს და შიგნით ვარდება.

  - რა ხდება?! - სავარძლიდან დგება თეჰიონი.

  - შენ გთხოვენ! - უთხრა ბიჭმა და მობილური გაუწოდა.

თეჰიონმა ეჭვის თვალით დახედა ნომერს, ბოლოს კი ყურთან მოითავსა.

  - გისმენთ?!

  - გამარჯობა თეჰიონ! - გაიგო ქალის ხმა.

  - გაგიმარჯოს?! - პასუხი კითხვას უფრო გავდა, ვიდრე პასუხს.

   - მისმინე, პირდაპირ გეტყვი სათქმელს... შენს შესახებ ყველაფერი ვიცი, ვიცი რომ ორგელთან ცუდი ურთიერთობა გაქვს, ვიცი რომ მათ შემადგენლობაში შენი საყვარელი ჯონგუკი შედის და ისიც ვიცი როგორ გული გტკივა ამის გამო...

   - ვინ ხარ?! - კბილებში გამოსცრა ბიჭმა და ტელეფონს ხელი ძლიერად მოუჭირა.

  - ასე ვთქვათ შენი კეთილის მსურველი, ვიცი რომ ორგელის განადგურება გინდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებ... მეც მინდა მათი განადგურება, პარტნიორობას გთავაზობ, მე შენ დაგეხმარები, შენ კი მე!

  - ამითი რა სარგებელს ვნახავ!

  - შენს ბიჭს დაიბრუნებ!

  - და შენ?! რატომ უნდა გენდო!

  - მე შურს ვიძიებ... ვიცი ძალიან დიდია იმის შანსი რომ არ მენდო და დამიკიდო, მაგრამ თეჰიონ, სხვა გზა არ გაქვს... მე შენს გარეშე და შენ ჩემს გარეშე ვერაფერს გავხდებით!

  - მართალი ხარ, საერთოდ არ გენდობი!

  - ნება მომეცი დაგიმტკიცო რომ შენს მხარეზე ვარ... ერთ საათში მისამართს მოგწერ, იმ ადგილას ჩემი კაცი დაგხვდება, შენ კი შენი ბანდიდან გამოუშვი ვინმე, მე რაღაც მასალებს გადმოგცემთ, რომელიც საკმაოდ გამოგადგებათ ორგელის წინააღმდეგ წასასვლელად...

  - კარგი, შევთანხმდით! - უპასუხა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now