ოცდამეცამეტე თავი

Start from the beginning
                                    

  - სეჰუნი და სოიონი სად არიან? - თვალების ტრიალით კითხულობს ბემბემი.

  - მგონი თამაშობენ!

  - რა ეთამაშებათ ნეტავ! - ოხრავს ბექიონი და ჩანიოლს ეკვრის.

  - დაიღალე?! - ხელებს ხვევს პატარა სხეულს და კიდევ ერთ კოცნას უტოვებს.

  - მე გავალ... იმ 'ფეხებზე მკიდია რომ სამ დღეში შეიძლება ტვინი გამასხმევინონ, მთავარია თამაში მოვასწრო' დუეტს მოვძებნი! - იძახის ბემბემი და ოთახიდან ორთქლდება.

  - ნუ ნერვიულობ! - ჩუმად ამბობს ჩანიოლი.

  - არ ვნერვიულობ - ბურტყუნებს ქმრის მკერდში სახეჩარგული ბექიონი.

  - ბექიონ წლებია გიცნობ, ჩემთან ტყუილი არ გაგივა - ეცინება ჩანიოლს.

  - რათქმაუნდა ვნერვიულობ ჩანიოლ, უნდა ვნერვიულობდე კიდეც, შენც უნდა ნერვიულობდე, ყველა უნდა ვნერვიულობ...

ლაპარაკს ჩანიოლის თითები აწყვეტინებს, რომლებიც მის ნიკაპზე თავსდება და თავს აწევინებს. ახლა უკვე თვალებში შეყურებს წარბშეკრულ მეუღლეს.

  - მე ხომ გითხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! - მკაცრი ხმით იძახის მაღალი.

  - კი! - ჩუმად ბურტყუნებს ბექიონი.

  - მე თუ ვთქვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ესეიგი მართლა ასე იქნება...

  - შენი დაკარგვის მეშინია ჩანი! - წყლიანი თვალებით იძახის ბექიონი.

  - არ დამკარგავ... გპირდები ბექიონ, მთელი ცხოვრების განმავლობაში შენი და ჯისონის გვერდზე ვიქნები, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და იმის მერეც... ხომ გჯერა ჩემი?!

ბექიონი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.

  - აი ასე! - იღიმის ჩანიოლი და ბექიონს მოწყვეტით კოცნის - ახლა კი კაბინეტში ავიდეთ!

მთავარ ოთახში, ანუ კაბინეტში უცებ ადიან. ყველა იქ ხვდებათ. სტუმრებს ესალმებიან და თავიანთ ადგილებს იკავებენ.


WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now