ოცდამერვე თავი

Start from the beginning
                                    

  - შემცვლელი ხომ გყავს, შენც დიდ საქმეს არ აკეთებდე ეხა რა! - პასუხობს ლუჰანი თვალების ტრიალით.

  - მაგრამ ის ისეთი მაგარი არ არის როგორც მე... - ცხვირს იბზუებს.

  - არაფერი გვეშველება! - ოხრავს ბექიონი და ფეხზე დგება - წავალ ჯისონს დავხედავ, ოთახში მარტო დავტოვე!

ბექიონი ბარს შორდება და მეორე სართულისკენ მიიწევს. რამდენიმე ოთახს სცდება და ბოლოს საჭირო კარებთან მიდის. სახელურს ქვევით წევს და კარებს ოდნავ აღებს.

იატაკზე გაშხლართულ თეჰიონს და ჯისონს ხედავს და სახეზე ღიმილი ესახება. ბავშვს ხელში ფლომასტერები უჭირავს და ფურცელზე ხატავს, თეჰიონი კი უღიტინებს და ხატვაში ხელს უშლის.

  - ვხედავ  მშვენივრად ერთობით! - ოთახში შედის ბექიონი და სკამზე ჯდება.

  - დიახ, მშვენივრად ვერთობით! - ამბობს თეჰიონი - ხომ ასეა ჯისო?

  - კი! - იცინის ბავშვი და ფეხზე დგება, ხელში კი ფურცელს იღებს - ნახე მამიკო, ბიძია თეჰიონი დავხატე! - იძახის აღფრთოვანებით და ბექიონთან მირბის.

  - ყოჩაღ საყვარელო! - იღიმის ბექიონი და ნახატს თეჰიონს ადარებს - მართლა გავს!

  - ჯისო, დიდი ნიჭი გაქვს, მხატვარი უნდა გამოხვიდე! - იცინის თეჰიონი.

  - არა... მე შენნაირად ბანდის მეთაური უნდა გავხდე! - ამბობს პატარა დაბეჯითებით.

თეჰიონი ჩუმდება და სევდიანად ეღიმება.

  - ეს ძალიან რთულია ჯისო... ძალიან რთული! - ამბობს ბოლოს.

პატარამ ხომ არ იცის, რამხელა დატვირთვაა იყო ბანდის ლიდერი.

  - მე ყველაფერს გავუძლებ! - თავისას არ იშლის ბავშვი.

  - რათქმაუნდა! - ფეხზე დგება თეჰიონი - შენ ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ მთელს მსოფლიოში! - ბავშვს თავზე კოცნის და ოთახიდან გამოდის.

პირველი სართულისკენ იღებს გეზს, ახლა ძალიან უნდა თუნდაც ერთი ჭიქა ვისკი მაინც დალიოს.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now