ოცდამეშვიდე თავი

Start from the beginning
                                    

  - ჯონგუკ, დაწყნარდი! - კაცი თავის სავარძელში იჯდა და შეშფოთებული სახით უყურებდა, სიგიჟის პირას მისულ ბიჭს.

  - დავწყნარდე?! დავწყნარდე?! როგორ უნდა დავწყნარდე შერლოკ... ლამის ისინი მოვკალი... ცოტა გვიან რომ მოსულიყვნენ, მათგან ახლა ფერფლიც აღარ იქნებოდა დარჩენილი... რატომ არ მითხარი რომ ის სტიგმას საწყობი იყო!

 

  - ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა!

  - შერლოკ შეიძლება შენს ბანდაში ვარ, მაგრამ მკვლელი არ ვარ, დაიმახსოვრე ეს! - იყვირა კიდევ ერთხელ - სპეციალურად გააკეთე ხომ ეს?! სპეციალურად შეცვალე მისია და მითხარი საწყობი ამეფეთქებინა... იცოდი რომ მალე სტიგმა უნდა მოსულიყო საწყობთან... დაგეგმილი გქონდა ხომ?!

  - არა ჯონგუკ... მისმინე, არც მე ვიცოდი ამის შესახებ, გეფიცები... შეიძლება ბანდის მეთაური ვარ, მაგრამ იმ დონის ნაბიჭვარიც არ ვარ, რომ ასეთი რამე ჩამედინა! - აუხსნა შერლოკმა ბიჭს.

  - ლამის მკვლელი გავხდი... სულ ცოტა ხნით რომ დაეგვიანებინათ, მოკვდებოდნენ... და ეს ჩემი ბრალი იქნებოდა! - ნერვიულად ჩაილაპარაკა და თმაში თითები შეიცურა.

  - ჯონგუკ დაწყნარდი გთხოვ!

  - არა დედა... როგორ უნდა დავწყნარდე მითხარი გთხოვ...

  - წამოდი გუკ! - ვონჰო როგორც ყოველთვის მფარველად მოევლინა ჯონგუკს, წელზე ხელი შემოხვია და ოთახიდან გაიყვანა.

  - იცოდი ხომ?! - მკაცრად გაისმა ქალის ხმა.

  - რათქმაუნდა ვიცოდი! - წარბშეუხრელად უპასუხა შერლოკმა.

  - და მაინც მოატყუე!

  - სიმართლე რომ მეთქვა უარეს ისტერიკაში ჩავარდებოდა, ასე რომ თავი დავიძვრინე... ასე მისთვის უკეთესიცაა!










***

  - გესმის ვონჰო... შეიძლება მკვლელი გავმხდარიყავი! - დაიჩურჩულა ოთახიდან გამოსულმა ჯონგუკმა და მთლიანად მიეკრო ბიჭის სხეულს.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now