ოცდამეოთხე თავი

Start from the beginning
                                    

მხოლოდ ეს ერთი წინადადება, რომელსაც ტვინი ხან ასე გადმოატრიალებდა, ხან ისე.

  - თეჰიონ, შეკრება დასრულდა, სახლში მივდივართ! - იუნგის უეცარმა ხმამ ბიჭი შეაკრთო, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და უკვე ცარიელ დარბაზს მზერა მოავლო. ბოლოს სევდიანად ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა.

  - წავედით! - ჩაილაპარაკა ჩუმად და დანარჩენებთან ერთად ოთახიდან გავიდა.

მთავარ დარბაზში ხალხი ირეოდა, ისმოდა ლაპარაკი, სიცილი, კეკლუცური კისკისი...

  თეჰიონისთვის კი ყველა ერთი იყო.

  - ბექიონი ჯისონს მოიყვანს და წავალთ! - მხარზე გამამხნევებლად დაკრა ხელი იუნგიმ და სევდიანად შეხედა მის მეგობარს, რომელიც განადგურებული იყო.

  - ხო... წავალთ სახლში! - ამოიოხრა ისევ.

დივანზე იჯდნენ და უხმოდ იცდიდნენ, როცა სუსტად, მაგრამ მაინც გაიგეს ბექიონის განწირული კივილი.

ჩანიოლი თავისი სიმაღლისთვის შეუფერებელი, ელვის სისწრაფით წამოხტა დივნიდან. დანარჩენებიც მას მიყვნენ და იმ ოთახისკენ გაემართნენ, სადაც ბავშვები იყვნენ დატოვებულები, ანუ საიდანაც წამის წინ ბექიონი კივილი გაიგეს.

ჩანიოლი სწრაფად შევარდა ოთახში და ერთ ადგილას გაშეშდა, წინ სახეწაშლილი და თვალებაწითლებული მეუღლე ედგა, რომელსაც შიში ეხატა.

  - ჩანიოლ... ჯისონი... ის არ არის... ჩვენი შვილი აქ არის! - აქვითინდა და ქმრის მკლავებში უმწეოდ ჩავარდა.

  - რას ქვია არ არის?! აბა სად არის?! - შეშფოთდა მაღალი - შეიძლება უბრალოდ ოთახიდან გავიდა ბექიონ და გარეთაა!

  - არა ჩანიოლ... - ბექიონის მაგივრად სეჰუნმა გასცა პასუხი - ოთახში მყოფი ორივე დაცვა გათიშულია!

მაღალმა ახლაღა შეამჩნია დაცვები, რომლებიც უგონოდ იყვნენ.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now