მეოცე თავი

Start from the beginning
                                    

  - ჯერ ისევ არაფერს ამბობს! - ოხრავს და უკან მიჰყვება - თითქმის ორი წელია რაც დავქორწინდით, მას კი ჯერაც არ უნდა ბავშვი!

  - ცოტაც აცადე, შენზე პატარა და გამოუცდელია, ეშინია რომ თავს ვერ გაართმევს, ჩანიოლიც ეგრე იყო, ქორწილიდან ერთ თვეში ვუთხარი რომ ბავშვის აყვანა მინდოდა, თავიდან უარზე იყო, მითხრა არ ვარ მამობისთვის მზადო, მაგრამ როგორც კი ბავშვთა სახლში წავიყვანე და ეს საოცარი არსება დაინახა, აღარც უფიქრია, თვითონვე გაამზადა ყველანაირი საბუთები და აი ასე აღმოჩნდა ჯისონი ჩვენს ოჯახში! - ბექიონმა ბავშვი მაგიდაზე შემოსვა და მცველად ლუჰანი მიუჩინა, თვითონ კი წინსაფარი აიკრა და საჭმლის მზადება დაიწყო.

- ორი თვეა ვეხვეწები რომ ბავშვი ავიყვანოთ! - წუწუნებს ლუჰანი და ჯისონს უფლებას აძლევს მის თმებზე ითამაშოს - მეტი რაღა დრო მივცე!

  - ისევ ბავშვზე წუწუნებ?! - სამზარეულოში სოიონი შემოდის და ლუჰანს გვერდით უჯდება.

  - ხო! - ოხრავს ბიჭი.

  - გინდა შენთვის სუროგატი დედა გავხდები! - სთავაზობს გოგო და ჯისონს რომელიც მომლოდინე თვალებით შესცქერის კამფეტს უწვდის.

 
  - სეჰუნთან დაწვება და ცხრა თვეში მისი მსგავსი ცხვირიანი ბავშვი გეყოლება! - სიცილით აყოლებს ბექიონი.

  - არ არის სასაცილო! - წარბებს კრავს ლუჰანი, მაგრამ მაინც ეპარება ღიმილი.

  - მე შემოგთავაზე და! - მხრებს იჩეჩავს გოგო - უი მართლა, დღეს იუნგი და ჯიმინი ბრუნდებიან თაფლობისთვიდან! - აყოლებს ბოლოს.

  - უკვე?! - უკვირს ბექიონს - რა მალე გავიდა დრო!

  - საღამოს აეროპორტში ვხვდებით... ახლა კი წავედი საქმე მაქვს! - სკამიდან წამოდგა, ჯისონი გემრიელად ჩაკოცნა და სამზარეულოდან აორთქლა

  - თეჰიონი როდის ჩამოვა ნეტავ! - ამოიოხრა ბექიონმა და საჭმლის თეფშით ხელში მაგიდას მიუჯდა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now