მეთექვსმეტე თავი

Start from the beginning
                                    

  - დიდი სიამოვნებით, მაგრამ სამწუხაროდ ამის დრო აღარ გაქვს! - ჩაიცინა უცნობმა, ჯონგუკმა გაოცებული სახით შეხედა ბიჭს, დააპირა ეკითხა რატომო, მაგრამ ვეღარ მოასწრო. წამში აღმოჩნდა მის მკლავებში გაჭედილი, სახეზე უსიამოვნო სუნის ნაჭერი იგრძნო, გაიბრძოლა, თუმცა სისუსტე იგრძნო, თავი საშინლად დაუმძიმდა და მოდუნდა, რამდენიმე წამში კი სიბნელის საკუთრება გახდა.

 
  ***

  - რას ქვია მისი გული გაჩერდა... თქვენ ექიმები ხართ... გევალებათ ის გადაარჩინოთ! - ჩამოწოლილ სიჩუმეს მხოლოდ ჩანიოლის ყვირილი არღვევს.

  - ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ უკვე არანაირი ძალა აღარ გვაქვს! - ამბობს შეშინებულმა ექიმი.

  - ასე არ შეიძლება... ეს უსამართლობაა გესმით... მან უნდა იცოცხლოს... იღონეთ რამე... გთხოვთ! - ტონს დაუწია მაღალმა, თვალები აცრემლიანებოდა და სახეზე ენით აღუწერელი შოკი ეხატა, ხელები უკანკალებდა და ხმასაც ვერ იმორჩილებდა.

  - ძალიან ვწუხვართ! - თვალები დახარა ექიმმა.

  - არა... არ შეიძლება ასე... არ შეიძლება... უნდა იცოცხლოს... უნდა გაიღიმოს... ბედნიერი უნდა იყოს... ასე არ შეიძლება! - ჩანიოლი უკვე მოთქმით ტიროდა - ბექიონ... გესმის ჩემი, გაახილე თვალები... ადექი და სახლში წავიდეთ... ჩვენს სახლში... დივანზე დავჯდეთ და შენს საყვარელ ფილმს ვუყუროთ! - ჩანიოლის ცრემლები საკაცაზე მყოფ ბექიონს სახეს უსველებდა.

  - ჩანიოლ! - მიუახლოვდა სეჰუნი ბიჭს - წამოდი გთხოვ!

  - არა! - უხეშად მოიცილა მისი ხელი მაღალმა - ბექიონის გარეშე არსად არ წამოვალ!

  - მაგრამ ჩანიოლ... - ცრემლებს თვით სეჰუნიც ვეღარ იკავებდა, ტუჩები უთრთოდა და ვერ ბედავდა გაფითრებული ბექიონისთვის შეხედვას.

  - არა სეჰუნ... მის გარეშე არსად წამოვალ თქო! - ჩურჩულით თქვა ჩანიოლმა და ბექიონის თეთრი ხელი მუჭში მოიქცია - ბექ... თვალები გაახილე გთხოვ, ადექი ამ დაწყევლილი საკაციდან და სახლში წამოდი...

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now