მეოთხე თავი

Start from the beginning
                                    

 
- იუნგი გაიცანი ეს ჩემი მომავალი ცოლია ბადა, ეს კი შენი ახალი ძმა, ჯიმინი! - განუცხადა ბატონმა მინმა იუნგის. მაშინ პატარა იუნი გაბრაზდა, არ უნდოდა დედინაცვალი და არც ძმა, სიტყვის უთქმელად, თავის ოთახში გაიქცა და იქიდან არ გამოსულა, სანამ ბადამ არ მიაკითხა, თბილად ესაუბრა, უთხრა რომ მას არ ეწყინებოდა თუ დედამისად არ მიიღებდა და ყოველთვის ეყვარებოდა.

იუნგის გული პირველად გაუთბა, პატარამ არც იცოდა რაიყო დედის სიყვარული და სითბო, ეს ყველაფერი კი ბადამ აგრძნობინა, არასდროს განურჩევია იუნგი ჯიმინისგან, მიუხედავად იმისა რომ მათგან ერთ-ერთი მისი ღვიძლი შვილი იყო, მეორე კი გერი, იუნგის ყოველთვის უკვირდა, საიდან ჰქონდა ბადას ამდენი სიყვარული ორივეს რომ უნაწილებდა.

 
ოკეანეს შეადარა, ერთხელ უთხრა კიდეც, შენ ოკეანე ხარ მე და ჯიმინი კი მასში მცურავი ლიფსიტებიო, მართლაც ბადა ხომ ოკეანეს ნიშნავს, ქალს არასდროს ელეოდა სიყვარული შვილების მიმართ, ამიტომაც უყვარდა იუნგის, ის ასე ძლიერ.

 
აი ჯიმინთან შეჩვევა კი გაუჭირდა, ნერვებს უშლიდა პატარა ჭყიპინა არსება რომელიც გამუდმებით ტიროდა და ისვრიდა, მხოლოდ ბადას გამო ექცეოდა კარგად, არ იღებდა როგორც ძმა მანამდე სანამ, სამი წლის ჯიმინმა ძამიკო იუნი არ დაუძახა, ისიც მაშინ როდესაც იუნგი პატარას შოკოლადს არ უნაწილებდა.

იუნგის საშინლად გაუჭირდა ბადასთან განშორება. ამის გამო მამამისს ყოველთვის ადანაშაულებდა.
ხანმოკლე აღმოჩნდა იუნგისათვის განეცადა ვინიყო დედა.
არასდროს არუთქვამთ მისთვის
-სკოლაში როგორი ნიშნები გაქვს პატარა ონავარო?

 
მართლა გაინტერესებთ?
არავის არ უყვარდა საძაგელი ბავშვი რომელიც მხოლოდ იმის გამო აზარალებდა სხვებს რომ უბრალოდ შურდა... შურდა რომ სკოლიდან დედას არ გამოყავდა, შუბლზე არ კოცნიდა და კარგი ნიშნის გამო ნაყინს არ ყიდულობდა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Where stories live. Discover now