მეთხუთმეტე თავი

Beginne am Anfang
                                    

  - რთულად არ უნდა მიმეღო ის ამბავი რომ შიშველი იწექი საწოლში, ათასგზის ნათრევ ბოზთან, თმაზე ეფერებოდი და სიყვარულს ეფიცებოდი?!

  - ბექ...

  - ამიხსენი ჩანიოლ, ორი წუთით ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი, რა გრძნობა დაგეუფლებოდა ოთახის კარი რომ შემოგეღო და იგივე ვითარებაში მე დაგენახე?! - ქერა უკვე ტირილის პირას იყო, ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს ძლივს იმორჩილებდა აკანკალებული თითებით.

   - უკანასკნელი დონის ნაბიჭვარი ვარ ვიცი, მაგრამ ჩემი მდგომარეობაც უნდა გაგეთვალისწინებინა... ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ვერ ვაზროვნებდი - ჩანიოლმა ბექიონის სიგარეტი გვერდით გადადო და მისი თლილი თითები თავის ტორში მოიქცია - მაპატიე პატარავ, გთხოვ... შენც კარგად იცი რომ მე, შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, არ შემიძლია გესმის... იმისთვის დავიბადე რომ შენ მეპოვნე და ჩემი ცხოვრება შენთვის დამეკავშირებინა, შენ კი იმისთვის დაიბადე რომ შენი ღიმილით ჩემი უღიმღამო ცხოვრება გაგელამაზებინა... მხოლოდ ორი კვირა გავიდა, მაგრამ ჩემთვის ეს ათასწლეულს უდრიდა, ყოველი დილა შენს გარეშე, ყოველი საუზმე შენს გარეშე, ყოველი ნაბიჯი შენს გარეშე, ყოველი ღამე შენს გარეშე, დიდხანს ვეღარ გავძლებ... ათასჯერ მითქვამს და კიდევ ათასჯერ გაგიმეორებ რომ მიყვარხარ, იმაზე მეტად ვიდრე ამქვეყნად ვინმეს ვინმე შეიძლება უყვარდეს... გთხოვ, ნუ გამანადგურებ! - ჩანიოლს თვალები ამღვრეოდა, ტუჩები კი საშინლად უთრთოდა. ქერამ ამოიოხრა, გვერდულად ჩაიცინა და წინ მჯდომს მკლავებში ჩაუვარდა, ჩანიოლმა სასწრაფოდ შემოხვია ხელები პატარა სხეულს, თითქოს ეშინოდა კიდევ არ დაეკარგა, ღრმად და თავისუფლად ამოისუნთქა და ცხვირი ბექიონის კისერში ჩარგო.

  - ანუ შევრიგდით! - ამოიბურტყუნა თავაუწევლად, ბექიონს ცხელი სუნთქვის მოხვედრისას კანი აეწვა, გააჟრჟოლა და სასიამოვნოდ გაეღიმა.

WILL YOU GIVE ME A LIFE? (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt