თავი 16

822 103 52
                                    

-შეიძლება ცოტახნით შევჩერდეთ? მესმის, რომ ვამპირები ვართ, მაგრამ ჩემ ადამიანურ მხარეს ამდენი არ შეუძლია.

საცოდავად ჩაიბუტბუტა ნატალიამ, როდესაც კიდე ერთ აღმართს მიადგნენ.

-არ ვიცოდი თუ იღლებოდი.
ღიმილით უპასუხა ზეინმა და მის უკან მომავალ ნატალიას მიუბრუნდა.
-გამახსენე ამხელა გზაზე რისთვის მოვდივართ, თან ადამიანური სიჩქარით?

ნატალიას სასაცილო წუწუნზე ზეინმა თავი ღიმილით გააქნია და მიწაზე ჩამოჯდა.
-ჩვენ შენი თითოეული გრძნობა უნდა გამოვცადოთ და გავიგოთ თითოეულით რისი გაკეთება შეგიძლია. ამისთვის კი განმარტოება გვჭირდებოდა.

ნატალია წამით შეცბა. ვერ მიხვდა ამ ყველაფრისთვის მარტოობა აში შჭირდებოდა.

-დამშვიდდი ნატალია. სანამ არ შემიყვარდები არ ვაპირებ ზედმეტი მოვითხოვო შენგან. მითუმეტეს ვიცი რამხელა შესაძლებლობას მაძლევ.

ნატალიას ალბათ გული ეტკინებოდა მის სიტყვებზე, მაგრამ წინა საღამოს მათი საუბრის გამო მშვიდათ იყო.
ჯერ კიდე ჩაესმოდა სიტყვები, თუ როგორ ეუბნებოდა ზეინი რამდენად დიდი ინტერესები გაუღვიძა მისმა გამოჩენამ და საუკუნეების შემდეგ სურვილი გაუჩინა, რომ ისევ შეეყვარებინა.

ნატალიას გონებაში მაშინვე გაუელვა ზეინის სიტყვებმა "მითუმეტეს ვიცი რამხელა შესაძლებლობას მაძლევ," რაზეც ახალი კითხვა გამოჩნდა.

-შენ...
კითხვის დასმა დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა. არ უნდოდა მისი ცნობისმოყვარეობით თავი უხერხულ სიტუაციაში ჩაეგდო.
-მე?
ზეინმა ისეთი ინტონაციით იკითხა, რომლითაც ანიშნა გაეგრძელებინა.

-არაფერი დაივიწყე. ეს უაზრობაა...
-ნატალია, მგონი გუშინ საღამოს ერთმანეთს კარგად გავაცანით, თუ რა არ გვიყვარდა ყველაზე მეტად.

ზეინმა სცადა მკაცრი ხმით ეთქვა, მაგრამ განწყობა ამის საშუალებას არ აძლევდა. ყოველთვის ახალისებდა ის, თუ როგორ წითლდებოდა მეცხრამეტე საუკუნის ტრადიციებით გაზრდილი ლამაზმანი თითოეულ დეტალზე.
-მე უბრალოდ მაინტერესებდა...

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now